"ქურდული სამყაროს" წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტი თბილისში - დაკავებულია 2 პირი
სამართალი - 10:40, 05 Dec, 2020     637

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა - 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ხ.-ს და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ.

აღნიშნული ფაქტი „ნიუპოსტს“ შსს-მ განუცხადა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა ბიზნესმენს - კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - ბორია აფაქელას სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ საქმის გარჩევის მიზნით.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5 000 აშშ დოლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან - 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრობას, ასევე, ცეცხლსასროლი.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი მანქანა 2006 წლის გამოშვებაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
თუ დავრწმუნდები რომ ვაქცინა აუცილებელია, გავიკეთებ - მეუფე ნიკოლოზი
"ვაშაძესთან შეხვედრა პრობლემა არასდროს ყოფილა , მესიჯები მაქვს ბოლო-ბოლო" - ვახტანგ მეგრელიშვილი
ელისაშვილი და "გირჩი“ პრაქტიკულად, “ქართული ოცნების” ტერმინოლოგიით გველაპარაკებიან, ბრალდებებსაც ისვრიან "ქოცური“ მენტალიტეტით - აკაკი ბობოხიძე
"ჩვენ არავის არაფერს შევეკითხებით, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და პარლამენტში შევალთ" - ალეკო ელსაშვილი
"ელისაშვილის ოპოზიციონერობა არასდროს მჯეროდა, ის თამაშობს ივანიშვილის თამაშს" -ბურჯანაძე
"ვერავინ ვერასოდეს დამაშანტაჟებს" - გიორგი ვაშაძის პასუხი
"ელისაშვილის განცხადება რურუაზე ძალიან მძიმეა, რაც ხელისუფლებას უქმნის კომფორტს" - ხატია დეკანოიძე
"ოპოზიციამ სიტყვა გატეხა "ოცნებასთან" და რურუას გამოშვება ამიტომ გაჭირდა" - ელისაშვილი
"არ შეწყვიტოთ მცდელობები ჩვენამდე მოსაღწევად"- 8 დღის წინ მაღაროში ჩამარხულმა მუშებმა მაშველებს შეტყობინება გამოუგზავნეს
ზეწოლა კერძო ბიზნესზე - ბორჯომის მერიამ კერძო ბინებისა და კოტეჯების მფლობელების დაჯარიმება დაიწყო
შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატარა ვაშაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატებით შანტაჟს - ალეკო ელისაშვილი
"არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივად, ახალ ახალი ინიციატივების წამოყენება" - ვაშაძე ცალკეულ შეხვედრებზე უარს ამბობს
შემზარავი მკვლელობა ზუგდიდში - 22 წლის ახალგაზრდას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42