
წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარის მოძღვრის, ბერ-დიაკონ კირიონის ახლობლები ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემასა და დაგვიანებულ მკურნალობაზე სუბრობენ. მათი თქმით, სასულიერო პირს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რატომ დამძიმდა ბერ-დიაკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სამწუხაროდ, მოქალაქეებს ისევ რთული გზის გავლა უწევთ საავადმყოფოში მოსახვედრად. თუ გავლენიანი პირის ნაცნობი არ ხარ ვერ მოხვდები კლინიკაში და თუ გადარჩები ამ ბრძოლაში გამარჯვებული ხარ თუ არადა განწირული... სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობს სამოქალაქო ატივისტი, გიორგი თაბაგარიც.
მისი თქმით, 2 დღე დასჭირდა დედამისის ჰოსპიტალიზაციისთვის.
"2 დღე დაგვჭირდა დედაჩემის ჰოსპიტალიზაციისთვის. მდგომარეობა ძალიან რთულია. კლინიკაში ადგილი ნაპოვნი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ კორონავირუსის ტესტის პასუხი არ ვიცოდით, სასწრაფომ პაციენტი არ გადაიყვანა. თუ არ გაქვს პრივილეგია, ხმა მიაწვდინო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შეაჯანჯღარონ სისტემა, განწირული ხარ", - ამბობს თაბაგარი.
ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილ ბერ-დიაკონ კირიონს დღეს დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები
