
ფასილიტატორ ელჩებთან გუშინ, 4 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლების ნაბიჯს ელოდება. ელჩებმა განაცხადეს, რომ 2 დღე სჭირდებათ , რათა "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის გეგმები წარუდგინოს.
ენმ-ს აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ყველა მოთხოვნა წერილობით დოკუმენტში ასახეს, თუმცა ამაზე საჯაროდ ჯერ ვერ საუბრობენ.
"ჩამოვყალიბდით ერთიან პოზიციაზე, ეს პოზიციები პუნქტობრივად ჩამოვაყალიბეთ, ეს მოთხოვნები ფუნდამნტური მოთხოვნებისგან, რაც პირველივე დღიდან გვქონდა არ განსხვავდება. წერილობით გადავეცით ფასილიტატორ ელჩებს", - განაცხადა კობა ნაყოფია.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, ისე როგორც არასდროს.
ბაქრაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარტია პარლამენტში არ შევა, თუ მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება.
"ოპოზიცია არის ერთიანი იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ვხედავთ ქართული ოცნებსი პროპაგანდას თითქოს ოპზოიციაში განსხვავებებია და სხვადასხვა პოზიციებზე ვდგავართ, არა, ჩვენ ყველა ვიყავით ერთიანი, გამოვხატავიდთ ერთს და შეთანხმებულ აზრს. სახელმწიფოებრივი და ძალიან კარგი გეგმა მივიტანეთ იქ და ახლა უკვე ველოდებით ოფიციალურ პასუხს ხელისუფლებისგან", - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
აქვე გეტყვით, რომ როდის შედეგბა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ უცნობია. ოპოზიციის ლიდერები კი დღეს, 5 დეკემბერს "ლელოს" ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან
მასალის გამოყენების პირობები
