გადამალული ქონება ქველმოქმედების სახელით "აქტივების ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანა" -  ვის გადასცა ქონება ივანიშვილმა - ოლიგაქის "აფერა" გაშიფრულია
პოლიტიკა - 11:28, 12 Jan, 2021     2573
ივანიშვილის "აფერა" გაშიფრულია? - "ქართული ოცნებიდან" და პოლიტიკიდან "წასული" ოლიგარქი ირწმუნება, რომ ქონება "ხალხს გადასცა" და ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა.

ბიძინა ივანიშვილი გავლენიან გამოცემებსაც უპირისპირდება და ამბობს, რომ 5,57 მილიარდი არასდროს ჰქონია და "ბლუმბერგი" და "ფორბსი" მის ქონებას არასწორად ითვლიან. მისი მტკიცებით, მას მხოლოდ 1,5 მილიარდი ჰქონდა.

ამასთან საგულისხმოა, რომ ქველმოქმედების სახელით "ქართუსთვის" გადაცემულ აქტივებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები განკარგავენ.

დოკუმენტების თანახმად, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", რომლის სახელზეც სასტუმროები და კომპანიები გადააფორმა, მისი ახლო გარემოცვა და ოლიგარქის დისშვილი კახა კობიაშვილი მართავს.

ასე მაგალითად, ფონდი "ქართუს" გამგეობის წევრები არიან ნიკოლოზ ჩხეტიანი, კახაბერ კობიაშვილი. ეს უკანასკნელი კი თავად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილის ქონებას და ბევრი კომპანია სწორედ მის სახელზეა გადაფორმებული.

"ფორბს საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე აცხადებს, რომ ერთადერთი გამოცემა, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობდა, ეს რუსული "ფორბსია" და სწორედ მას აწვდიდა ის ინფორმაციას.

"თუ მას რაიმე სახის პრეტენზია აქვს, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია თავის ძველ კონტაქტებს შეეხმიანოს და ძველ კონტაქტებში მერწმუნეთ, ის რუსულ ფორბსს გულისხმობდა, რომელთანაც ის ძალიან კარგად თანამშრომლობდა.

როგორ შევიტანთ ეჭვს, რომ ეს 200 მილიონია თუ 2 მილიარდია, ეს მხოლოდ სწორუპოვარ და პირველწყაროს შეუძლია და ისეთ მედიებს, რომელიც შესისხლხორცებულია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან გააკეთოს სწორი დათვლა. ფორბსს ეს არ შეუძლია. ამიტომ ჩვენ ჩვენ კალკულაციაზე დავრჩებით მან და მისმა მედიამ გააგრძელონ თავისი კალკულაციით თვლა"- აცხადებს ისაკაძე.

მესამე სექტორში კი აცხადებენ, რომ ოლიგარქი ისევ ტყუის, როცა ამბობს, რომ მისი ქონება ქველმოქმედებისთვის გაიღო.

მათი შეფასებით, ივანიშვილი კვლავ არაფორმალური მმართველობის სტილს ირჩევს და ქონებას, რომელიც "ხალხს გადასცა", მაშინ გამოიყენებს, როცა დასჭირდება.

"თუ ივანიშვილი რაღაცის დამალვას ცდილობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში იმალება, რომ თუნდაც ოფშორში გაფორმაბული ქონების შესახებ არ ვიცით. რომ არ ვიცით მაგალითად ვინ განკარგავს ფონდში ქონებას. ფონდისთვის ქონების გადაცემა ქონების ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანაა.

როდესაც ადამიანები ქმნიან რაღაცა ფონდებს, ქმნიან ოფშორულ კომპანიებს, რომელიც კაპიტალის ფარულად მართვის ძალიან კარგი საშუალებაა. მათ უბრალოდ აქვთ სურვილი რომ არავინ იცოდეს რამხელა და რამდენი ქონების პატრონები არიან"- ამბობს ქეთევან ენუქიძე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ივანიშვილმა ქონება საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა, მასზე მოქმედეს საგადასახადო შეღავათი. შესაბამისად, დამატებითი გადასახადების გადახდა არავის მოუწევს.

ოფშორში კი ივანიშვილთან დაკავშირებული 40-მდე კომოანიაა რეგისტრირებული თუმცა აქაც, ოფიციალურ მფლობელად ოლიგარქის ოჯახის წევრი, მისი დეიდაშვილი კახა კობიაშვილი გვევლინება.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჩემი ძლიერი მხარე ქართველი ხალხის ჩემ მიმართ დამოკიდებულება და სიყვარულია - კალაძე
Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა
Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი დასახელდა - ტიკარაძე
გიორგი ღოღობერიძე: ყველა მშობელმა, ვისმა შვილმაც კოვიდ-19 გადაიტანა, ეს უნდა იცოდეს
ვარ ამხელა ქალაქის მერი, სადაც ბევრი პრობლემაა - კალაძე კითხვაზე, რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი
დღის ფოტო - ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე ბუკნარში
როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება, ტრანსპორტის ამუშავებაზე მაშინ ვიფიქრებთ - თამარ გაბუნია
ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
მგზავრები, რომელთა ნაწილმაც ბოლო თეთრები გადაიხადა პოლონეთში გასამგზავრებელ ბილეთში, თბილისის აეროპორტში დაბლოკეს
ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს , ქვეყანაში დასწრებითი სწავლა მიდის 600-700-მდე სკოლაში - გამყრელიძე
იმნაძის მიერ გამოყენებული სიტყვა "ჩვეულებრივი ადამიანი" ვაქცინის გეგმის პრიორიტეტიზაციას გულისხმობს - გამყრელიძე
"კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა "- გიორგი ფხაკაძე
200ლარიანი კომპენსაციის მისაღებად გაცხადება მიიღება 20 იანვარმდე, დარეგისტრირებულია 45 000 განაცხადი - შემოსავლების სამსახური
როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა - სავარაუდო თარიღი ცნობილია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42