დიდი დაპირისპირება კობახიძე-გახარიას შორის - ივანიშვილის გუნდის "პოლიტიკურმა მესაფლავეებმა" გავლენების გადანაწილება დაიწყეს
პოლიტიკა - 19:07, 12 Jan, 2021     3081
ქართული ოცნებაში "მონასტერი" კიდევ ერთხელ აირია. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კულისებში გადანაცვლების შემდეგ, მმართველი პარტიის გავლენიანმა და ერთმანეთთან დაპირისპირებულმა წევრებმა გავლენების გადანაწილება აქტიურად დაიწყეს.

მმართველ პარტიაში ყველამ იცის, რომ ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის მწვავე დაპირისპირება ერთ წელიწადზე მეტია არსებობს. აქამდე მათ ივანიშვილი ანეიტრალებდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ, კონფლიქტი დღითი-დღე მწვავდება.

პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრემიერობა უნდა. მთავრობის მეთაურად ხედავს საკუთარ თავს დედაქალაქის მერიც, რომელსაც ამ თანამდებიბაზე მუშაობის ვადა რამდენიმე თვეში ეწურება.

"ნიუპოსტს" მმართველი პარტიის წარმომადგენელი უყვება, რომ ახლა კობახიძე-კალაძის ნომერ პირველი მიზანი გახარიას პრემიერობიდან ჩამოცილებაა და ეს მათი გათვლებით გაზაფხულზე უნდა მოხდეს.

უქმად არც გახარიაა, ჩვენი ინფორმაციით უკანასკნელ დღეებში პრემიერი ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის ნაწილს ფარულად შეხვდა და მათი პოზიციები მოისმინა.

ჩვენთვის მოწოდებული, არაოფიციალური ინფორმაციით, გახარია პოლიტიკურ მოკავშირედ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მოიაზრებს, თუმცა უცნობია თავად თალაკვაძის პოზიცია. კულუარულად მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ კობახიძეს მის მიმართ პირადი, "პოლიტიკური ბოღმა" აქვს, რადგან "გავრილოვის სისხლიანი" ღამის შემდეგ, ივანიშვილთან სწორედ თალაკვაძე დაწინაურდა.

როგორც აღვნიშნეთ, პოლიტიკური ცვლილებები სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება. მმართველ პარტიას კობახიძესთან დაპირისპირებული ადამიანებიც დატოვებენ. გახარიასთან ერთად, გუნდს ვანო ჩხარტიშვილის კადრებიც დატოვებენ.

ადამიანები, რომლებიც "ქართული ოცნების" შიდა სამზარეულოს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ "კობახიძე კალაძეს" პრობლემას ვერავის შეუქმნის.

"რომ არა ივანიშვილი შეიძლება ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ მას (ირაკლი კობახიძე) და ახლა ვინ არის შემაკავებელი. დაშლის პროცესი გარდაუვალია... კალაძეს ექნება ამბიციები, კობახიძე მას ვერასდროს ვერ შეუქმნის პრობლემას - აცხადებს ეკა ბესელია.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე კი თვლის რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე პარტიის "მესაფლავედ" დატოვა:

"ივანიშვილმა კობახიძის დანიშვნით განაჩენი გამოუტანა ქართულ ოცნებას. მას უნდა რომ ის გააქროს და გაანადგუროს, იმიტომ რომ სანამ იქნება ქართულ ოცნების ხსენება, მანამდე იქნება ივანიშვილს ლანძღვა" -აცხადებს ჭიჭინაძე.

"ქართული ოცნების" ლიდერები ჩართული კამერების წინ, დაპირისპირებას და გავლენების გადანაწილებას უარყოფენ.

"ყველაფერი, რაც ითქმევა, მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენონ არსებულ ვითარებას შიგნით და ადამიანურ ურთიერთობებს. იქ - კახი თურმე გაბრაზებულია ირაკლიზე, ირაკლი გაბრაზებულია პრემიერზე, იქ - თურმე კახის ეს ამბიციები აქვს, ირაკლის ის ამბიციები აქვს... სულ ტყუილია, გამოჭმული, გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი არ აქვს ამ ნათქვამებს არცერთს," - აცხადებს გია ვოლსკი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს
დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი ივანიშვილზე
ჩემი ძლიერი მხარე ქართველი ხალხის ჩემ მიმართ დამოკიდებულება და სიყვარულია - კალაძე
Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა
Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი დასახელდა - ტიკარაძე
გიორგი ღოღობერიძე: ყველა მშობელმა, ვისმა შვილმაც კოვიდ-19 გადაიტანა, ეს უნდა იცოდეს
ვარ ამხელა ქალაქის მერი, სადაც ბევრი პრობლემაა - კალაძე კითხვაზე, რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი
დღის ფოტო - ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე ბუკნარში
როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება, ტრანსპორტის ამუშავებაზე მაშინ ვიფიქრებთ - თამარ გაბუნია
ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
მგზავრები, რომელთა ნაწილმაც ბოლო თეთრები გადაიხადა პოლონეთში გასამგზავრებელ ბილეთში, თბილისის აეროპორტში დაბლოკეს
ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს , ქვეყანაში დასწრებითი სწავლა მიდის 600-700-მდე სკოლაში - გამყრელიძე
იმნაძის მიერ გამოყენებული სიტყვა "ჩვეულებრივი ადამიანი" ვაქცინის გეგმის პრიორიტეტიზაციას გულისხმობს - გამყრელიძე
"კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა "- გიორგი ფხაკაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42