"ეს სასიკვდილო საფრთხეა“, - ზურაბ გურულის საგანგებო გაფრთხილება
COVID-19 - 10:24, 13 Jan, 2021     8662
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურლი აცხადებს, რომ მედიცინის გაყალბებამ კატასტროფულ სიმაღლეებს მიაღწია.
მისი თქმით, სოციალური ქსელების საშუალებით, უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და ანტივაქსერების არსებობაც ამის ერთ-ერთი შედეგია.
„კოვიდ-19-მა ერთი საინტერესო მსოფლიო ფენომენიც შექმნა. უფრო სწორად, კი არ შექმნა, არნახულ მასშტაბებზე აიყვანა. ეს ფენომენი არის მედიცინის პროფანაცია.
მედიცინა არ არის მეცნიერება. აბა, სცადეთ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის გაყალბება, არაფერი გამოგივათ; მედიცინის გაყალბება კი არც ისე ძნელია. საკმარისია ფაქტებით მანიპულირების ფლობა, აუდიტორიის მოხიბვლის ნიჭი და სრულიად ადვილად გაასაღებთ თავს მედიცინის მცოდნეთ. ერთადერთი ადგილი, სადაც მედიცინის პროფანაცია შეუძლებელია, კლინიკაა. პაციენტის საწოლთან დგომისას ვერანაირი მჭევრმეტყველება ვერ გიშველის, იქ მხოლოდ ნამდვილი ცოდნა ჭრის. ინტერნეტის ეპოქაში მოხერხებულ ინდივიდს უზარმაზარ მასებზე შეუძლია ზემოქმედების მოხდენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განათლების დონე რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია, ლოგიკურია ისიც, თუ რატომ ჰყავს უამრავ პრიმიტიულ უაზრობას მილიონობით მიმდევარი. მასა აფეტიშებს მას, ვისთანაც ადვილად ახერხებს საკუთარი თავის ასოცირებას; ვისი მეტყველება, ცხოვრების წესი და ღირებულებები ემშობლიურება.
მედიცინის პროფანაცია სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსათვის. ეს არ არის გაზვიადებული პათეტიკა, დადასტურებული ფაქტია.
ე.წ. ანტივაქსერობაც ამ პროფანაციის ერთერთი, ყველაზე მასშტაბური გამოვლინებაა. კოვიდ-პანდემიის დრომ მედიცინის გაყალბებამ კატასტროფულ სიმაღლეებს მიაღწია. ამის მიზეზი ვირუსის ერთდროული პრიმიტიულობაცაა და სირთულეც.
ძნელად ასახსნელი, ჩახლართული კლინიკური მექანიზმის გამო, ყველა ქვეყნის კლინიცისტი შეეცადა ინტერნეტით ინფორმაციის გაზიარებას კოლეგებისათვის, რამაც მსოფლიო სამედიცინო პრესა ათასგვარი ნაყალბევით აავსო; ამავე დროს, უმეტეს შემთხვევაში ვირუსული ინფექციის პრიმიტიულმა მიმდინარეობამ, უამრავ შარლატანს მისცა საშუალება გამოცდილ ექიმად წარმოეჩინა თავი და ყოვლად დაუმსახურებელი ავტორიტეტი მოეპოვებინა. ასე შეიქმნა ფსევდო-კლინიკური საინფორმაციო მაკულატურის არნახული რესურსი მსოფლიო მასშტაბით, რაში გარკვევაც მოაზროვნე ადამიანისთვისაც ძალიან ძნელია. ამასთან, ჩამოყალიბდა ფსევდო-პროფესიონალ ავტორიტეტთა უზარმაზარი პლეადაც. ვინაიდან ინტერნეტ-რეპუტაციას მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობა განსაზღვრავს, ასეთი შარლატანების გავლენა განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე პატიოსანი პროფესიონალებისა, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ არა პოპულარობის მოსახვეჭად, არამედ პროფესიული სინდისისა და ეთიკის ყველა პარამეტრის დაცვით.
რა შეიძლება დაუპირისპირდეს მედიცინის მასშტაბურ პროფანაციას?
დიდი ალბათობით არც არაფერი. ინტერნეტის საინფორმაციო მარკეტინგს უკვე აქვს თავისი, მკვეთრად ჩამოყალიბებული წესები და კანონები, რომლებიც არანაირი მიზეზის გამო არ შეიცვლება. რისკისა და სარგებლიანობის შეფარდება მედიცინის ერთერთ ყველაზე მთავარ პრინციპს წარმოადგენს; სანტერესოა როგორი იქნება ეს შეფარდება ინტერნეტის შემთხვევაში; რომელი უფრო მასშტაბური იქნება, ინფორმაციის სწრაფი გავრცელებით მიღებული სიკეთე, თუ მისი მასიური, გაადვილებული გაყალბებით გამოწვეული ვნება.
ვნახოთ…”, – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ქრისტინე და იოანე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინა - სამეფო წყვილმა შვილს ბაგრატი დაარქვა (ფოტო)
"მეგობრების წერილი დაგვხვდა გიო აღარ გვყავსო... ვიბრძოლეთ მაგრამ დავიგვიანეთ"
"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც მჭირდება უკვე მკურნალობა დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი
უბედური შემთხვევა ლანჩხუთში - ქალს მატარებელი დაეჯახა და გარდაიცვალა
"ცხოვრების უდიდესი პატივი იყო აშშ-ს პირველი ლედობა" - მელანია ტრამპის გამოსამშვიდობებელი სიტყვა (ემოციური ვიდეო)
ვაქცინაციაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს - მიტროპოლიტი დიმიტრი
თიკა ჯამბურია "გრელკის" გათანამედროვებული ვერსიით ითბობს თავს
პირველი თოვლი სოფელ ალამბარში და ნასვამი, წაქცეული თოვლის ბაბუ
17 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
გელათის სახურავის ნაწილი ჩაინგრა
დღის ფოტო - ჭკვიანმა პიტ ბულმა სახლში უპატრონო ორსულ კატას თავის სალში მშობიარობის უფლება მისცა
ნატოს სამხედრო სტანდარტების გარდა აქვს სხვა ბევრი სტანდარტი, ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომლებიც საქართველოშია, არ აახლოვებს საქართველოს ნატოს რეალურ წევრობასთან - წერეთელი
ბიბლიური თავისუფლების გამო დააბრალო ვინმეს სუს-თან თანამშრომლობა, იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა - ჯაფარიძე ჩარკვიანს
"ეს არის კობახიძის გზა, რომ ვაშაძე დაეშანტაჟებინათ" - ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას უპირისპირდება
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42