ბრძოლა პრემიერობისთვის - "ოცნებაში“ კომპრომატების ომი დაიწყება“ - კალაძეს პოლიტიკური განათლება არ ყოფნის, განიხილებოდა თალაკვაძეც
პოლიტიკა - 10:28, 13 Jan, 2021     857
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭნაძე სოციალურ ქსელში "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს აფასებს და გუნდის შიგნით, "კომპრომატების ომს" არ გამორიცხავს:
„მარტო კალაძის არა, პრემიერეად თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ:
1. კალაძეს პოლიტიკური განათლება არ ყოფნის, მარტო პიარით კი, ქვეყანას ვერ მართავ. მით უმეტეს, რომ ივანიშვილის პირობებშიც, 2020 წლის არჩევნებზე დედაქალაქი პირწმინდად წააგო,
თუმცა კალაძეს მართლა ჰყავს თავი გუნდი და აქვს ამბიცია.
2. გახარიას არც გუნდი ჰყავს და ახლა უკვე აღარც ბიძინა და მათ ხელშია დარჩენილი, ვინც პარლამენტშიც და ფინანსურ დაჯგუფებებშიც ძალაუფლებას ფლობს, თუმცა თუ სითამამე ეყოფა და 5-6 მინისტრის გამოცვლას მოახერხებს, მისი ჩაჩოჩება უკვე ძნელი იქნება.
3. კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომელიც რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს, პარტიის თავმჯდომარისაც, პარლამენტისაც და პრემიერობასაც.
კობახიძე - მსახური, ვისშიც ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეფონს ისე არასოდეს გაუთიშავს, რაც კვირიკაშვილმა „გაუბედა“. სამაგიეროდ, მე გავუთიშავო, დაგვპირდა თავად...

4. და დანარჩენები... ვინც საქვეყნო საქმის კეთება არა, სამაგიეროდ გადასარევად იცის საკუთარი ჯიბის მსახურება და ბელადის ( დროს და პარტიას რა მნიშვნელობა აქვს) მონური მორჩილება.


აი, ეს არის ის ე.წ. გუნდი, რომელიც ივანიშვილმა დატოვა.
მოკლედ, ქვეყანა, ხალხია ცოდო, თორემ ძალიან "საინტერესო" პერიოდში შევდივართ...
გველოდება საშინელი კრიზისი და პარალელურად: პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება. ხოლო რადგან კალაძე - კობახიძის პირველი ამოცანა, სწორედ გახარიას გაშვებაა,
ამიტომ არ არის გამორიცხული კომპრომატების ომი დაიწყოს.
ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ და მისი ამომრჩეველი კი ისე გაწირა, რომ პარტიას კობახიძის სახით მესაფლავე დაუნიშნა.

რასაც კობახიძე მართლა გადასარევად შეასრულებს.

თავად ივანიშვილი, მთავარი გამშველებელი, მართლა ვეღარ იქნება, რადგან პოლიტიკიდან კონკრეტული ორი გარანტიის მიღების შემდეგ გავიდა / გაიყვანეს...“ -წერს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს
დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი ივანიშვილზე
ჩემი ძლიერი მხარე ქართველი ხალხის ჩემ მიმართ დამოკიდებულება და სიყვარულია - კალაძე
Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა
Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი დასახელდა - ტიკარაძე
გიორგი ღოღობერიძე: ყველა მშობელმა, ვისმა შვილმაც კოვიდ-19 გადაიტანა, ეს უნდა იცოდეს
ვარ ამხელა ქალაქის მერი, სადაც ბევრი პრობლემაა - კალაძე კითხვაზე, რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი
დღის ფოტო - ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე ბუკნარში
როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება, ტრანსპორტის ამუშავებაზე მაშინ ვიფიქრებთ - თამარ გაბუნია
ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
მგზავრები, რომელთა ნაწილმაც ბოლო თეთრები გადაიხადა პოლონეთში გასამგზავრებელ ბილეთში, თბილისის აეროპორტში დაბლოკეს
ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს , ქვეყანაში დასწრებითი სწავლა მიდის 600-700-მდე სკოლაში - გამყრელიძე
იმნაძის მიერ გამოყენებული სიტყვა "ჩვეულებრივი ადამიანი" ვაქცინის გეგმის პრიორიტეტიზაციას გულისხმობს - გამყრელიძე
"კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა "- გიორგი ფხაკაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42