"შურისძიების მიზნით, მოპედით მიმავალ 17 წლის ბიჭს დაეჯახა და მოკლა"- ფოლადაანთკარში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები
სამართალი - 15:07, 13 Jan, 2021     1358
გასული წლის 21 დეკემბერს დაღუპული ცოტნე აღდგომელაძის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

ცნობილია, რომ გზაზე მოპედით მიმავალ 17 წლის ცოტნეს ვანო ზანდარაშვილი ავტომობილით დაეჯახა, როს შემდეგაც მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის ერთადერთი და მთავარი თვითმხილველი 17 წლის ბიჭის ბიძა იაგო ჯიქურია.

ცნობილია ისიც, რომ დაკავებულ ზარდიაშვილს ცოტნე აღდგომელაძესთან სოფლის მაღაზიასთან დაპირისპირება მოუხდა.

პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზარდიაშვული ცოტნე აღდგომელაძეს მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი მომაკვდავი ბიჭი მარტო დატოვა.

პროკურატურა მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებს.

"საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ც.ა.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ვ.ზ.-ს, რომელსაც ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, ც.ა.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ.ზ.-სა და ი.ჯ.-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ი.ჯ.-ს დისშვილი - ც.ა. ჩაერთო. ვ.ზ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. ვ.ზ. საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ც.ა.-ს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
ვ.ზ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება, ტრანსპორტის ამუშავებაზე მაშინ ვიფიქრებთ - თამარ გაბუნია
ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
მგზავრები, რომელთა ნაწილმაც ბოლო თეთრები გადაიხადა პოლონეთში გასამგზავრებელ ბილეთში, თბილისის აეროპორტში დაბლოკეს
ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს , ქვეყანაში დასწრებითი სწავლა მიდის 600-700-მდე სკოლაში - გამყრელიძე
იმნაძის მიერ გამოყენებული სიტყვა "ჩვეულებრივი ადამიანი" ვაქცინის გეგმის პრიორიტეტიზაციას გულისხმობს - გამყრელიძე
"კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა "- გიორგი ფხაკაძე
200ლარიანი კომპენსაციის მისაღებად გაცხადება მიიღება 20 იანვარმდე, დარეგისტრირებულია 45 000 განაცხადი - შემოსავლების სამსახური
როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა - სავარაუდო თარიღი ცნობილია
გლდანის რიონში 3500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა - "თბილისი ენერჯი"
მიხედე დედაჩემს, თუ რამე დამემართა... წავშლი შენს მესიჯებს, არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო - თამარ ბაჩალიაშვილის აქამდე უცნობი მიმოწერა მეგობართან
მოვითხოვთ, 1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს - NGO-ები მთავრობას
გახსენი საახალწლო საჩუქრები აჭარაბეთზე!
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, თუმცა 18 წლამდე პირები არ აიცრებიან - გამყრელიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42