
ჩინური კომპანიის, Sinovac-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის ვაქცინის ეფექტურობა 50.4 %-მდე შემცირდა- ამის შესახებ BBC-ი იუწყება ბრაზილიაში მიმდინარე კლინიკურ ცდებზე დაყრდნობით. ექსპერიმენტულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ჩინური კომპანიის მიერ შემუშავებული ვაქცინა თავდაპირევლად გაცხადებული პროგნოზისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა და ავტორიზაციისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ზღვარს(50 %-იანი ეფექტურობა) ოდნავ სცდება.
გავრცელებული ინფორმაციით, Sinovac-ის პრეპარატის მოქმედების სპეციფიკა გულისხმობს ორგანიზმში ვირუსის ნაწილაკების განეიტრალებას და ინფექციის დაუძლურებას. აღნიშნული ვაქცინა უკვე შეუკვეთა ინდონეზიამ, თურქეთმა და სინგაპურმა.
გასულ კვირას მკვლევარებმა ბრაზილიაში, ბუტანტანის ინსტიტუტში გამოაცხადეს, რომ ვაქცინის ეფექტურობა შეადგენდა 78 %-ს კოვიდ 19-ის მსუბუქი და მწვავე მიმდინარეობების წინააღმდეგ, თუმცა სამშაბათს განაცხადეს, რომ გამოთვლებში მოხდა მისკალკულაცია, რის გამოც რეალობისგან დიდი განსხვავებით მოხდა ვაქცინის ეფექტურობის განსაზღვრა ციფრებში.
მასალის გამოყენების პირობები
