"იანვრის ბოლოს წარვადგენთ ახალ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში არასოდეს ყოფილან" - ნიკა მელია პარტიის ახალი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას აანონსებს
პოლიტიკა - 19:44, 13 Jan, 2021     434

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი პირველი ნაბიჯი პარტიაში იქნება სამოქმედო გეგმის წარდგენა და პარტიაში ახალი ადამიანების მიღება.

მელიას განმარტებით, ახალგაზრდებისთვის, არ იყო კარი ღია იმ სიფართოვით როგორსაც ისურვებდნენ, სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე პარტია რამდენიმე ათეული ადამიანის მიღებას გეგმავს.

მისივე თქმით, ახალ წევრებსა და გეგმას, სავარაუდოდ 24 ან 31 იანვარს, პრეზენტაციის სახით წარმოადგენს.

"ყველა ვეტერანი პარტიის წევრი, ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ მოდის ახალი ადამიანი პარტიაში. ახალგაზრდებისთვის, არ იყო კარი ღია იმ სიფართოვით როგორსაც ვისურვებდით. თუ შევსება მოდიოდა ნაციონალურ მოძრაობაში, ეს მხოლოდ არჩევნებამდე, რომ სია დაკოპლექტებულიყო ახალი სახეებით.

იანვრის ბოლოს ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, სადაც ჩვენ წარვადგენთ, სამოქმედო გეგმას და ახალ, წარმატებულ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა არასდროს ყოფილა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და პარტიული პოლიტიკა არ უკეთებიათ, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც არ ყოფილან, თითქმის დასრულებულია მოლაპარაკებები, პრეზენტაცია იქნება ან 24 იანვარს ან 31 იანვარს" , – ამბობს მელია.

მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი პირები, ქვეყნის მოდერნიზაციისკენ სწრაფვას ვერ შეაფერხებენ

"ვერც ერთი და ვერც ორი და ვერც სამი ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ავლადიდებით, პროცესს, რომელიც სახელმწიფოს გაჯანსაღებას და კიდევ უფრო მოდერნიზებას შეუწყობს ხელს, რომლის ავტორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ვერ შეაჩერებს" , – ამბობს ნიკა მელია გადაცემაში "დღის სტუმარი".

შეგახსნებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად 2020 წლის 27 დეკემბერს აირჩია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ეეჰ კრისწინკა, ზოგჯერ, მეშინია, რომ არ ვიყო…” – რას წერდა უკანასკნელ დღეებში გიორგი ბერიძე თავის ვირტუალურ მეგობარს
ქრისტინე და იოანე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინა - სამეფო წყვილმა შვილს ბაგრატი დაარქვა (ფოტო)
"მეგობრების წერილი დაგვხვდა გიო აღარ გვყავსო... ვიბრძოლეთ მაგრამ დავიგვიანეთ"
"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც მჭირდება უკვე მკურნალობა დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი
უბედური შემთხვევა ლანჩხუთში - ქალს მატარებელი დაეჯახა და გარდაიცვალა
"ცხოვრების უდიდესი პატივი იყო აშშ-ს პირველი ლედობა" - მელანია ტრამპის გამოსამშვიდობებელი სიტყვა (ემოციური ვიდეო)
ვაქცინაციაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს - მიტროპოლიტი დიმიტრი
თიკა ჯამბურია "გრელკის" გათანამედროვებული ვერსიით ითბობს თავს
პირველი თოვლი სოფელ ალამბარში და ნასვამი, წაქცეული თოვლის ბაბუ
17 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
გელათის სახურავის ნაწილი ჩაინგრა
დღის ფოტო - ჭკვიანმა პიტ ბულმა სახლში უპატრონო ორსულ კატას თავის სალში მშობიარობის უფლება მისცა
ნატოს სამხედრო სტანდარტების გარდა აქვს სხვა ბევრი სტანდარტი, ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომლებიც საქართველოშია, არ აახლოვებს საქართველოს ნატოს რეალურ წევრობასთან - წერეთელი
ბიბლიური თავისუფლების გამო დააბრალო ვინმეს სუს-თან თანამშრომლობა, იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა - ჯაფარიძე ჩარკვიანს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42