
"ამაზე (რომ, აუცილებელია კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის შექმნა) ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ლაპარაკობს 2013 წლიდან, როცა პირველად წავიდა.
არაფერი სერიოზული ამაში არ არის მისი მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი სიტყვების კრებული და არანაირი რეალიზმი ამაში არ არის, ყოველშემთხვევაში დღემდე ჩვენ ეს არ გვინახავს და ვერც მომავალში ვერ ვნახავთ.
ძალიან ბევრი რამე დაწერა ბიძინამ, დაუწერეს უფრო სწორად ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ წასვლის წერილში ის, რაც ლამაზად ჟღერს. ძირითადად ნაცვლიშვილის დაწერილია, დიდი ნაწილი" – ამბობს ხარშილაძე გადაცემაში "დღის სტუმარი".
ნოდარ ხარშილაძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან პირველ წასვლას, და ახლანდელ წასვლას ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ დღეს წასვლა არის გაქცევა.
"მაშინ წასვლა, მის ნებას გავდა, რომ მე აღარ მინდა და წავედი, დღეს წასვლა არის გარიდება და გაქცევა პასუხისმგებლობიდან" -ამბობს ხარშილაძე
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებოდა დატოვა და პოლიტიკიდან ისევ წავიდა.
მასალის გამოყენების პირობები
