"თუ მიხეილ სააკაშვილიც წავა პოლიტიკიდან, ძალიან კარგი იქნება" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 23:24, 13 Jan, 2021     2089

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილიც წავა პოლიტიკიდან ძალიან კარგი იქნება.

როგოც ვაშაძემ აღნიშნა, ის “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო - მისი თქმით, ასეთ შემთხევაში ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართებოდა.

“თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ.

ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის - დავფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური პოლიტიკური კონკურენცია დაიწყებოდა, ადამიანებს რეალური არჩევანი ექნებოდათ. ამ ჭიდილმა - მიშა თუ ბიძინა, მიშა უფრო ცუდია თუ ბიძინა, რომელი უფრო კარგია - ცხრა თუ რვა წელი, ჩვენი დისკუსია ისეთ პროცესში გადაიყვანა, რომელიც ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ განცხადებას გააკეთებს, არამედ რეალურად შეასრულებს მას. ამის შემდეგ ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა აირჩიოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას. ეს არსებულ ვითარებაში ყველაზე რაციონალური და სწორი გამოსავალია, როცა არც მიშა იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და არც ბიძინა იქნება პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. დავისვენებთ ჩვენ და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო ფართო არეალი გაეხსნება“, - განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში "360 გრადუსი".

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს
დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი ივანიშვილზე
ჩემი ძლიერი მხარე ქართველი ხალხის ჩემ მიმართ დამოკიდებულება და სიყვარულია - კალაძე
Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა
Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი დასახელდა - ტიკარაძე
გიორგი ღოღობერიძე: ყველა მშობელმა, ვისმა შვილმაც კოვიდ-19 გადაიტანა, ეს უნდა იცოდეს
ვარ ამხელა ქალაქის მერი, სადაც ბევრი პრობლემაა - კალაძე კითხვაზე, რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი
დღის ფოტო - ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე ბუკნარში
როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება, ტრანსპორტის ამუშავებაზე მაშინ ვიფიქრებთ - თამარ გაბუნია
ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
მგზავრები, რომელთა ნაწილმაც ბოლო თეთრები გადაიხადა პოლონეთში გასამგზავრებელ ბილეთში, თბილისის აეროპორტში დაბლოკეს
ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს , ქვეყანაში დასწრებითი სწავლა მიდის 600-700-მდე სკოლაში - გამყრელიძე
იმნაძის მიერ გამოყენებული სიტყვა "ჩვეულებრივი ადამიანი" ვაქცინის გეგმის პრიორიტეტიზაციას გულისხმობს - გამყრელიძე
"კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა "- გიორგი ფხაკაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42