ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც "აქვს უთვალავი ფერითა" - კალაძე ბუკნარის მოვლენებზე
პოლიტიკა - 23:31, 13 Jan, 2021     419

"ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც "აქვს უთვალავი ფერითა" ....საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლების მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ" - ასე ემხაურება თბილისის მერი, კახა კალაძე გურიაში, სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს.

კალაძის თქმით, ქართველებს სისხლში გვაქვს ტოლერატობა და იმედოვნებს, რომ ხალხი გამოიჩენს გონიერებას და სიტუაციაც დასტაბილურდება.

"ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე.

საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ.

არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის. მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა.

მჯერა ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის ", - წერს კალაძე "Facebook"-ზე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს
დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი ივანიშვილზე
ჩემი ძლიერი მხარე ქართველი ხალხის ჩემ მიმართ დამოკიდებულება და სიყვარულია - კალაძე
Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა
Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი დასახელდა - ტიკარაძე
გიორგი ღოღობერიძე: ყველა მშობელმა, ვისმა შვილმაც კოვიდ-19 გადაიტანა, ეს უნდა იცოდეს
ვარ ამხელა ქალაქის მერი, სადაც ბევრი პრობლემაა - კალაძე კითხვაზე, რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი
დღის ფოტო - ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე ბუკნარში
როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება, ტრანსპორტის ამუშავებაზე მაშინ ვიფიქრებთ - თამარ გაბუნია
ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა
მგზავრები, რომელთა ნაწილმაც ბოლო თეთრები გადაიხადა პოლონეთში გასამგზავრებელ ბილეთში, თბილისის აეროპორტში დაბლოკეს
ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს , ქვეყანაში დასწრებითი სწავლა მიდის 600-700-მდე სკოლაში - გამყრელიძე
იმნაძის მიერ გამოყენებული სიტყვა "ჩვეულებრივი ადამიანი" ვაქცინის გეგმის პრიორიტეტიზაციას გულისხმობს - გამყრელიძე
"კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა "- გიორგი ფხაკაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42