
"ქართულ ოცნებაში" გენერალური მდივნის პოსტი უქმდება შესაბამისად, კახა კალაძე თანამდებობის გარეშე რჩება.
არ არის გამორიცხული, რომ ეს გადაწყვეტილება კალაძეს არ მოეწონოს და ამის შემდეგ მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღოს.
პოლიტსაბჭოს და პარტიის ახალ თავმჯდომარეს კი "ოცნება" 16 იანავარს დაამტკცებს. თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც თავად ივანიშვილმა წარადგინა.
პოლიტსაბჭოში კი არსებული ინფორმაციით, 21 ადამიანი შევა, მათ შორის იქნებიან ივანიშვილის ყველაზე სანდო ადამიანები - ლაშა ნაცვლიშვილი, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, მაია ცქიტიშვილი.
აღნიშულ ინფორმაციას ეხმაურებიან ოპოზიციაში და აცხადებენ , რომ ეს ფიგურები პოლიტსაბჭოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა.
"თუ მედიაში გავრცელებული გვარები, ნამდვილად დამტკიცდება 16–ში, "ქართული ოცნების" ყრილობაზე, მაშინ მე სრულიად ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არსად ბიძინა ივანიშვილის გავლენები არ წასულა, ბიძინა ივანიშვილი რჩება.
რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდება, რომელიც ეკუთვნის კობახიძის კვოტას მაგრამ ვერაფერს ისინი ვერ გადაწყვეტენ, ვერანაირ ამინდს ვერ შექმნიან, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ზვიგენებთან შედარებით ისინი პატარა ლიფსიტებიც არ არიან პოლიტიკურად. ამას დაუმატეთ კიდევ, ძალოვანი ბლოკი, რომ თავიდან ბოლომდე რჩება ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ", – ამბობს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ანი მიროტაძე.
"კრიზისის დროს, ვიღაც უნდა იყოს აუცილებლად დამნაშავე, ეს ალბათ პირველ რიგში გახარია იქნება. თუ კალაძე ვერ მიიღებს პრემიერმინისტრის თანამდებობას, რა თქმა უნდა, ის პირველი იქნება, ვინც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის შანსს გამორიცხავს. ის გავა და ის წავა და დაშლის" –ამბობს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე.
მმართველ გუნდში კი ყველანაირ დაპირისპირებას უარყოფენ და წინასწარ არც პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები
