
ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა "მთავართან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" რთულად წარმოსადგენია ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ევროპარლამენტარის კომენტარიდან ჩანს, რომ ივანიშვილის წასვლის, ბოლომდე არც ევროპაში სჯერათ:
"ბიძინა ივანიშვილის მიერ, წლების განმავლობაში პარტიაში დაკავებული თანამდებობა რთულად წარმოადგენს ხდის ქართული ოცნების ფუნქციონირებას მის გარეშე. რა თქმა უნდა თუ ის კვლავ კულისებში გადაინაცვლებს, მაგრამ მაინც ჩაერევა პოლიტიკაში, რეალობა არ შეიცვლება.
გამაოცა ივანიშივილის მერ გამოქვეყნებულმა წერილმა, რომელშიც ის ნეგატიურად აფასებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს და მიმდინარე პროცესებს და მაშინ, როცა წლების მანძილზე თავადვე იყო ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში.
საკმაოდ გასაკვირია, რომ ის თავის ღია წერილში სხვა პარტიებსა და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასე აკრიტიკებს. ის იმ პოლიტიკური გარემოს ცენტრალური ფიგურაა, რომელიც დროთა განმავლობაში გამოჩნდება რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას. გასაგებია, რომ ის 65 წლის გახდა, თუმცა ევროპარლამენტი ნათელი მაგალითია იმის, რომ გაცილებით უფრო ასაკოვანი პოლიტიკოსებიც ახერხებენ ეფექტურად მუშაობას, სურვილის შემთხვევაშიც", - ამბობს მარკეტა გრეგოროვა "დღის სტუმარში" საუბრისას.
ევროპარლამენტარი ოპოზიციის ბოიკოტსაც ეხმაურება და ამბობს რომ უნდა გამოინახოს შეთანხმების გზა, რადგან ეს დემოკრატიისთვის არის საუცილებელი:
"არ ვიცი რამდენად მოინდომებს ოპოზიცია პარლამენტში შესვლას, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მით უმეტეს, რომ მათ არ სჯერათ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა, ამიტომ ეს ფაქტი ხელშემწყობი არ არის. გარდა ამისა თავად ივანიშვილის ინტერვიუშიც გამოჩნდა, რომ მას ოპოზიციის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ აქვს. მე ვფიქრობ, დემოკრატიის გადასარჩენად უნდა არსებობდეს, რაღაც გზა, რომელიც ოპოზიციას პარლამენტში შესვლაზე დაითანხმებს. რადგან ეს სიტუაცია გაცილებით უარესია. მე მესმის ოპოზიციის ნაბიჯები და მათი რეაქცია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი პრიორიტეტი საერთო ენის გამონახვაა", - ამბობს გრეგოროვა
მასალის გამოყენების პირობები
