"საპონი - იყო წამალი!“ - როგორ ებრძოდნენ ეპიდემიებს ძველი ქართველები და რა იყო დასჯადი მაშინდელ სვანეთში - ესმა კუნჭულია საინტერესო ისტორიებით
საზოგადოება - 22:15, 17 Jan, 2021     2021
როგორ უვლიდა თავს ძველი ქართველი ეპიდემიების დროს, როგორია საპნის ქართული ისტორია და რიტუალური მედიცინის და ჰიგიენის რა წესები შემოგვინახა ისტორიამ. თანამედროვე კორონაპანდემიის პირობებში, ჟურნალისტი ესმა კუნჭულია ძველი ქართველების სამედიცინო კულტურასა და წესებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„#აქმუზეუმია

ეს დღეები მუზეუმურად ვიმუშავე და საინტერესო ამბები ამოვიტანე ისტორიის კატაკომბებიდან. წინარე ქართველებიც ხდებოდნენ ავად და მათ ჩვენზე უკეთ ჰქონიათ ეპიდემიის დროს სამოქმედო გეგმა გაწერილი და ყველა შტერული ნაბიჯი ყოფილა დასჯადი!!!

ეპიდემიების დროს აძლიერებდნენ ჰიგიენის ნორმებს. ასევე - იზოლაციას; ძველი ქართველებისთვის ცნობილი იყო ეპოდემიების დროს გახიზვნა!!! ხიზვნა ესაა „მტერთა და სენთა დარიდება“; ძველად ხდებოდა ავადმყოფის ორგვარი იზოლაცია - 1) სახლში ცალკე ოთახში და 2) სოფლის განაპირას, ან ვენახის ბოლოს სპეციალურად აგებულ ფიცრულში;

პროფესორი ნუნუ მინდაძის წიგნში „„ქართველი ხალხის ტრადიციული სამედცინო კულტურა“ მისი 40 წლიანი ეთნოგრაფიული კვლევაა მოქცეული; იქ მოყვანილია არაერთი ავადმყოფობის ხალხური მკურნალობის მეთოდი და მაგიურ-რიტუალური მედიცინის მაგალითები; ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში (XIV ს.) წერია, რომ თუ რომელიმე სვანი სოფელში დაავადებას აიტანდა, დაჯარიმდებოდა 200 თეთრით. ანუ: თუ მან იცოდა, რომ ავადაა და სხვებს არ გაუფრთხიდებოდა, აჯარიმებდნენ ან მოჰკვეთდნენ;

საპონი ქართულ წერილობით ძეგლებში გვხვდება XI საუკუნეში; სახელი „საპონი“ შესაძლოა (!!!!), თურქული ენიდან იყოს შემოსული, რადგანაც მას თურქულადაც - „საბუნ“/„საპუნ“ ეწოდება. თუმცა, ქვემოთ, მომყავს მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, რომ - საპონი - ძველი ბერძნულიდან უნდა შემოსულიყო!!! აქაც და ყველგან - ევროპაში !სომხურად საპონია - „ოჭარ“ და პარალელური სახელი კი, სომხურშიც - დამკვიდრებულია „საპუნ“;

სულხან-საბა ორბელიანი წერს, რომ საპონი ფრანგული სიტყვაა, თუმცა თუ ლეგენდებს მივყვებით საპონი ძველი ბერძენი ლესბოსელი ქალის - საფოს მსხვერლშეწირვის ბაღიდან მოდის... საფოს გორაკზე ცხოველები შესაწირად აჰყავდათ. შემდეგ წვიმა რეცხავდა ნაცარს და ცხიმს... წვიმის წყალი ამ ნაზავს მდინარეში ერეკებოდა, ხოლო ბერძენი ქალები ამჩნევდნენ, რომ ნაწვიმარზე სარეცხი ქათქათებდა. ანუ ცხოველური ცხიმისა და ნაცრის შერევით წყალი ნაჭერს უკეთ რეცხავდა.

ძველი ქართველები საპონს, რა თქმა უნდა, ამზადებდნენ და უწოდებდნენ

3 სახელს:1) შ ე ნ ა ზ ა ვ ე ბ ი;2) გ ა ნ ს ა წ მ ე დ ე ლ ი;3) სოფლებში ეძახდნენ - კ უ მ პ ს;

სულხან-საბა წერს, რომ იერემიას და დანიელის წინასწარმეტყველურ წიგნებში ეწოდება - მ დ ე ლ ო ჲ!მდელო - მწვანე მცენარეების საფარია. „ლექსიკონი ქართულში“ მითითებულია, რომ მდელოი - ის მწვანილებია, რაც უკეთესად რეცხავენ და ასპეტაკებენ (სპეტაკი - თეთრია, ანუ ათეთრებენ) სარეცხს, ასევე იყენებდნენ ადამიანთა მწიკველის მოსაშორებლად; მწიკველი - სიბინძურე, უწმინდურობაა; ანუ ჭუჭყი; საპნის მაგვარი მასალები ნაპოვნია ძველი ბაბილონის თიხის ცილინდრებში. ანუ: საპნის მოხარშვა არსებობდა 2800 ძველი წელთაღრიცხვით; ბაბილონური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საპონს ხარშავდნენ ფერფლისგან; იგივე დასტურდება ქართულ ეთნოგრაფიაშიც - ქალები აგროვებდნენ ნაცარს, ჩაყრიდნენ გოდორში, გაუკეთებდნენ ხვრელს და ჩაასხამდნენ ცხელ წყალს; ნაცარი იწრიტებოდა სქელ ფაფისმაგვარ მასად; შემდეგ უმატებდნენ ცხოველურ ცხიმს, ხარშავდნენ თუჯის ქვაბში და ბოლოს ყალიბებში გადაჰქონდათ;

მოსემ ებრაელებს ჰიგიენის კანონები გადასცა. ბიბლია ადასტურებს, რომ საპონს ხარშავდნენ ნაცრისგან და ზეთით;

როგორ უვლიდა თავს ძველი ქართველი ეპიდემიების დროს? როგორ მკურნალობდნენ - ფილტვების ანთებას? და რას აკეთებდნენ ავადმყოფობის თავიდან ასაშორებლად - ახალ-ახალ პოსტებში მოგაწვდით!!!დარჩით ჩვენთან, ერთად გადავაგოროთ „კორონას დღეები“!!! ჯანმრთელობა ჩვენ“ - წერს ესმა კუნჭულია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვალიდან ე.წ. გასვლითი აქციები იწყება - პირველი სამიზნე ოლიგარქის სასახლე იქნება
ხმაური პარლამენტთან - აქტივისტებმ რუსთაველზე მე-15 კარავი გაშალეს
"ასეთი ვარდნა ეკონომიკაში თენგიზ სიგუას შემდეგ არ ყოფილა" - მიხეილ სააკაშვილი
"მოუწევთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებზე წასვლა" - მიხეილ სააკაშვილი
"ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული...ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე - წინაზე მძიმე" - ხიდაშელი
მასშტაბური აქცია თბილისსა და რეგიონებში - აქტივისტები საწვავზე ფასის შემცირებას და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - აქტივისტებს ნივთების შეტანაში პოლიციამ ხელი შეუშალა
"სიმართლე ვთქვათ - არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო... პოლიტიკას 3 000 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა" - მეუფე იაკობი
"არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ" - მეუფე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ
"მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი მელიაზე
რუსთავში ხუთი ადამიანი სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა
აქციები რუსთაველზე - თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს კარვები გზის სავალ ნაწილზე დაიდგმება
"ამ კადრების შემდეგ, კომენდანტი განსაკუთრებით დამამცირებელია" - ხოშტარია რესტორანში ბოლქვაძის გართობზე
პარალელური რეალობა რჩეულთათვის - აკრძალვების ფონზე, ე.წ. კომენდანტის დროს "ოცნების" დეპუტატი რესტორანში ერთობა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42