
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა ბიძის და ბიცოლის მეშვეობით იმ გოგონას დაშინებას ცდილობს, რომელმაც მათ თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა.
„ეს ბავშვი თამარის გარდაცვალების შემდეგ დამიკავშირდა, მომიყვა თავისი ისტორია, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავს და ბებიასთან ცხოვრობს, ბიძა და ბიცოლა ამ გოგონას ცხოვრებაში უხეშად ერევიან, აბულინგებენ და ბატონ მიხეილს ვთხოვე, ამ გოგონას რაღაცნაირად დავხმარებოდით. აღმოჩნდა, რომ გუშინ, პროკურატურის წარმომადგენლები მასთან ჩავიდნენ, ბიძა და ბიცოლა პოლიციაში წაიყვანეს, არ ვიცი იქ რა უთხრეს. სახლში მოსულებმა დაუწყეს დაშინება, სამუდამოდ გამოგამწყვდევენ ციხეში, ტელეფონს წაგართმევენ, არავის არაფერში ჭირდებიო. თამუნა ამ ბავშვს რომ წერდა, უებნებოდა, საფრთხე მემუქრება, არ მინდა შენც ჩაგაგდო საფრთხეში, ამიტომ ვშლი მესიჯებსო, ამ ბავშვმა კიდევ იმდენი მოიფიქრა, რომ „დასქრინა“ და თავის თავს გაუგზავნა და ისე შემოიტოვა ეს მიმოწერა. მე ვფიქრობ, მარი ფიქრობდა, რომ გამოძიება ჩვენ მხარეს იყო და გამოძიებით დადგინდებოდა ეს ყველაფერი. თავიდან გოგონამ ეს „სქრინი“ ჯგუფში დადო და ავაღებინე, რომ საფრთხე არ შექმნოდა. ბიძის და ბიცოლის საშუალებით ცდილობდნენ მარის დაშინებას“, - აცხადებს თამაზაშვილი.
გოგონა, რომელმაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატს, სატელეფონო მიმოწერის შესახებ აცნობა, ვანში მცხოვრები მარი შარაშიძეა.
როგორც ირკვევა, შარაშიძე ბაჩალიაშვილს მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით იცნობდა.
გოგო ამბობს, რომ მასთან მიმოწერაში ბაჩალიაშვილი მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობდა. მეტიც პროგრამისტი მას ეუბნებოდა, რომ "დიდხანს ვერ იცოცხლებდა" და თუ ის გაუჩინარდებოდა, მაშინ დედისთვის, თეონა თამაზაშვილისთვის მიეხედა.
მასალის გამოყენების პირობები
