მკაცრი კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე - გახარიას დავალება რეგიონების რწმუნებულებს
პოლიტიკა - 17:35, 19 Jan, 2021     1367
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში არსებული ვითარების მეტად ეფექტიანად მართვა და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პრემიერს დეტალური ანგარიში წარუდგინეს მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების შედეგად, სახეზეა ვითარების სტაბილიზაცია, რამაც ხელი შეუწყო ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და ამ კუთხით გამოწვევები დღის წესრიგში არ დგას.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობას ადგილზე პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში და გუბერნატორებს ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
248 ახალი ინფიცირებული, 11 გარდაცვლილი, 525 გამოჯანმრთელებული ბოლო 24 საათში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
"ვაქცინების მე-3 მსოფლიო ომია, დიდი უსამართლობაა განაწილებაში" - გამყრელიძე
ეს არ არის პარტია, სექტას უფრო ჰგავს - პაატა ბურჭულაძე "ქართულ ოცნებაზე"
როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
"პუტკუნების მოგზაურობა" და "სადილი ქეთისთან" - ახალი კულინარიული შოუები იწყება
"პრაქტიკულად, გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია, ციხიდან გამოვიდეს" - მდინარაძე მელიაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა
ნიკა მელიას სატელეფონო ზარით სარგებლობა შეუძლია - პენიტენციური სამსახური
დღის ფოტო - ნაგაზი და ცხვარი მეგობრობენ
"სალიარკა" დაგვიდგეს "კერასინზე", რომ ორი კარავი აფეთქებულიყო" - რას ყვებიან აქტივისტები პროვოკატორზე
"სერიოზულად არც კი აღვიქვამ, გამეცინა" - მელია პროკურატურის შეთავაზებაზე
"არავითარი ჩემი გათავსიუფლება, ან ნებისმიერი სხვა რამ - გამარჯვება არის ვადამდელი არჩევნები წელს, უპირობოდ" - ნიკა მელიას
"საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში" - მელია
საკანი #224 - აქტივისტების სოლიდარობა ნიკა მელიას
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42