ნატოს სამხედრო სტანდარტების გარდა აქვს სხვა ბევრი სტანდარტი, ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომლებიც საქართველოშია, არ აახლოვებს საქართველოს ნატოს რეალურ წევრობასთან - წერეთელი
პოლიტიკა - 18:02, 19 Jan, 2021     332

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე.

წერეთელის თქმით, სტოლტენბერგის ეს განცხადება ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის მუდმივი განცხადებები ნატოს რეალურ წევრობაზე კარგია, თუმცა მას თან უნდა ერთვოდეს ქვეყნის შიგნით შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, რაც დაახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან.

„ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი მუდმივად აკეთებს განცხადებას საქართველოს იმ რეალურ წევრობაზე, რომელიც აუცილებლად ერთ დღეს უნდა იყოს, ეს არის კარგი. თუმცა, გაცილებით უკეთესია როდესაც ამას მოსდევს კონკრეტული ნაბიჯები ინტეგრაციის და აქ ეს გზავნილი რაც ჩვენ მოვისმინეთ, რათქმაუნდა ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთი ყველაზე უფრო მეტად იბრძვის ამის წინააღმდეგ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია.

ამრიგად, ეს რუსეთისადმი გზავნილია, თუმცა, იმ ნაწილში, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობას და სწორედ ნატო და საქართველო წყვეტს, წესით, უნდა იყოს თუ არა ალიანსის წევრი ქვეყანა, აქ რათქმაუნდა საქართველოს მიმართულებით არის გზავნილი, იმიტომ, რომ ნატოს სამხედრო სტანდარტების გარდა აქვს სხვა ბევრი სტანდარტი, ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომლებიც საქართველოშია, იგივე პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი და სხვა რათქმაუნდა არ აახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან და ნატოს რეალურ წევრობასთან.“ - განაცხადა წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საზარელი ფაქტი ახალციხეში - ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
248 ახალი ინფიცირებული, 11 გარდაცვლილი, 525 გამოჯანმრთელებული ბოლო 24 საათში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
"ვაქცინების მე-3 მსოფლიო ომია, დიდი უსამართლობაა განაწილებაში" - გამყრელიძე
ეს არ არის პარტია, სექტას უფრო ჰგავს - პაატა ბურჭულაძე "ქართულ ოცნებაზე"
როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
"პუტკუნების მოგზაურობა" და "სადილი ქეთისთან" - ახალი კულინარიული შოუები იწყება
"პრაქტიკულად, გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია, ციხიდან გამოვიდეს" - მდინარაძე მელიაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა
ნიკა მელიას სატელეფონო ზარით სარგებლობა შეუძლია - პენიტენციური სამსახური
დღის ფოტო - ნაგაზი და ცხვარი მეგობრობენ
"სალიარკა" დაგვიდგეს "კერასინზე", რომ ორი კარავი აფეთქებულიყო" - რას ყვებიან აქტივისტები პროვოკატორზე
"სერიოზულად არც კი აღვიქვამ, გამეცინა" - მელია პროკურატურის შეთავაზებაზე
"არავითარი ჩემი გათავსიუფლება, ან ნებისმიერი სხვა რამ - გამარჯვება არის ვადამდელი არჩევნები წელს, უპირობოდ" - ნიკა მელიას
"საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში" - მელია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42