
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ჯაფარიძე წერს, ბიბლიური თავისუფლება წლების განმავლობაში იყო საპატრიარქოს და ხელისუფლების ერთობლივი თავდასხმების ობიექტი, ხოლო ამ ორგანიზაციის სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირება აზრს მოკლებულია:
"- არანაირ საბუთს რომელიმე სახელმწიფო სტეუქტურისგან ბიბლიური თავისუფლება არ იღებს. ერთხელ გაიარა რეგისტრაცია და მანდ დამთავრდა ‘საბუთის აღება’
- ბიბლიური თავისუფლება წლების განმავლობაში იყო საპატრიარქოს და ხელისუფლების ერთობლივი თავდასხმების ობიექტი. მარტო სესიაშვილს და ღარიბაშვილს აქვთ რამდენიმე ასეთი შეტევა განხორციელებული, თუმცა უშედეგოდ
- ბიბლიური თავისუფლების გამო დააბრალო ვინმეს სუს-თან თანამშრომლობა, იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა" - წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თაკო ჩარკვიანმა გირჩის განაყოფის წევრ იაგო ხვიჩიასთან დებატების დროს განაცხადა, რომ საბუთი, რომელიც ახალგაზრდებს ჯარიდან ათავისუფლებს სუს-ის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია გაიცეს.
მასალის გამოყენების პირობები
