"ეეჰ კრისწინკა, ზოგჯერ, მეშინია, რომ არ ვიყო…” – რას წერდა უკანასკნელ დღეებში გიორგი ბერიძე თავის ვირტუალურ მეგობარს
სოც.მედია - 19:20, 19 Jan, 2021     5899

დღეს დილით გარდაიცვალა 17 წლის გიორგი ბერიძე, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია ჰქონდა და გულის გადანერგვას საჭიროებდა. გიორგის დასახმარებლად ანგარიშის ნომერი დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა.

ინფორმაციას გიორგის გარდაცვალებაზე 17 წლის ქრისტინე ხაბეიშვილი გვატყობინებს, რომელიც თავის ბათუმელ თანატოლს მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით იცნობდა.


როგორც ქრისტინე "პრაიმტაიმთან" ყვება მძიმე დიაგნოზის მქონე თანატოლის შესახებ მას “ფეისბუქით” ამცნეს და მეგობრებთან ერთად მის დასახმარებლად მზად იყო.

ქრისტინე ხაბეიშვილი: – მე და ჩემს მეგობარს, შაკო შოშიაშვილს გვსურს საქველმოქმედო ფონდის “მადლის ყულაბის” შექმნა, რომ შეჭირვებულ ოჯახებსა და იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვისაც გადაუდებელი ოპერაციები სჭირდებათ. გვეხმარება ნინი ჯანაშვილიც. პირველი ეტაპისთვის ჩვენი სოციალური ქსელები გამოვიყენეთ, ჩავრთეთ ლაივები და საზოგადოებას ორი ადამიანის დახმარებისკენ მოვუწოდეთ. დეკემბრის ბოლოს ვიყავით ლაგოდეხში, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახს ვსტუმრობდით. ხუთი პატარადან, ერთს ანემია აქვს. ჩვენი “ლაივჩართვის” შემდეგ, მერიამ ოჯახს ისევ დაუნიშნათ დახმარება.

რაც შეეხება გიორგის, მის შესახებ “ფეისბუქზე” მოგვწერეს და გვთხოვეს, რომ ჩაგვერთო ლაივები და მას დავხმარებოდით. ასეც უნდა მოვქცეულიყავით. გიოს მეორე ოპერაციისთვის 140 ათასი დოლარი ესაჭიროვებოდა. “ფეისბუქზე” იყო გვერდი – “ერთად გიორგისთვის” და მითითებულ ანგარიშებზე ირიცხებოდა თანხები, ან საქველმოქმედოდ ამუშავებულ ნომერზე რეკავდნენ თანხის ჩასარიცხად. ოპერაცია მინსკში უნდა ჩატარებოდა. 80 ათასი დოლარი უკვე შეგროვილი იყო.

გიორგის 23 წლის დაც გარდაცვლილი ჰყავს (იმავე დიაგნოზით) და დედა ითხოვდა, ეს შვილი მაინც გადამირჩინეთო… ნუ მათქმევინებთ იმას, რომ ფული რომ მქონოდა, ჩემი შვილი გადარჩებოდაო…

თავის უკანასკნელ პერიოდს “ერთ თვეში შეცვლილ ცხოვრებას” ეძახდა. მზე ბიჭი იყო, სულ სითბოს ასხივებდა. დადებით ენერგიას გასცემდა. არ უნდოდა, რომ სხვებს, მისი მიზეზით, თავი ცუდად ეგრძნოთ. ყველას აქეთ აიმედებდა და პირობას დებდა, რომ გაიმარჯვებდა. ძლიერი ვიქნებიო და იბრძოდა კიდეც.

პერიოდულად ცუდი ანალიზები ჰქონდა, მაგრამ მერე, მოულოდნელად, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა ხოლმე.

ეს დღეები ცუდად იყო. საავადმყოფოში უფასოდ ყოფნის დღეებიც ეწურებოდა. და ამ დროსთან ერთად სიცოცხლეც ამოწურა. ბოლო სამ დღეში დამძიმდა. გული ორგანოებს სისხლს ვეღარ აწვდიდა.

ჩვენ “ფეისბუქით” ვკონტაქტობდით. მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ძალიან განვიცდი გიორგის გარდაცვალების ამბავს.

გამთენიისას გამეღვიძა, თითქოს არ ვიყავი ისე, როგორც ჩვეულებრივ. ავდექი და ცოტა გარეთ გავისეირნე… სახლში მოსულს კი ვნახე პოსტი, გიორგი აღარ გვყავსო. ადგილზე გავიყინე, წუთით თითქოს ჩამოვშორდი სამყაროს, ზღვა სევდა და ცრემლი მომაწვა, ვერ დავიჯერე, რომ აღარ არის.

ის იმდენად, ძლიერი იყო, რომ თავისი სიძლიერით ყველას დაგვანახა, თუ რაოდენ ძვირფასია სულ პატარა იმედიც კი.

მე ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მზესავით ბიჭი ვეღარ გაგვათბობს. ისეთი ადამიანი იყო, რომ მისი დატოვებული კვალი ვერ წაიშლება. ამიტომაც ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რა მოხდა და როგორ უნდა დავეტოვებინე მეგობარს რომელმაც დამპირდა, რომ სულ აქ იქნებოდა და არსად წავიდოდა…






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საზარელი ფაქტი ახალციხეში - ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
248 ახალი ინფიცირებული, 11 გარდაცვლილი, 525 გამოჯანმრთელებული ბოლო 24 საათში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
"ვაქცინების მე-3 მსოფლიო ომია, დიდი უსამართლობაა განაწილებაში" - გამყრელიძე
ეს არ არის პარტია, სექტას უფრო ჰგავს - პაატა ბურჭულაძე "ქართულ ოცნებაზე"
როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
"პუტკუნების მოგზაურობა" და "სადილი ქეთისთან" - ახალი კულინარიული შოუები იწყება
"პრაქტიკულად, გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია, ციხიდან გამოვიდეს" - მდინარაძე მელიაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა
ნიკა მელიას სატელეფონო ზარით სარგებლობა შეუძლია - პენიტენციური სამსახური
დღის ფოტო - ნაგაზი და ცხვარი მეგობრობენ
"სალიარკა" დაგვიდგეს "კერასინზე", რომ ორი კარავი აფეთქებულიყო" - რას ყვებიან აქტივისტები პროვოკატორზე
"სერიოზულად არც კი აღვიქვამ, გამეცინა" - მელია პროკურატურის შეთავაზებაზე
"არავითარი ჩემი გათავსიუფლება, ან ნებისმიერი სხვა რამ - გამარჯვება არის ვადამდელი არჩევნები წელს, უპირობოდ" - ნიკა მელიას
"საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში" - მელია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42