
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს სომხური მხრიდან 3400-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი ავრცელებს.
„ამ დროისთვის ჩვენ 3439 გარდაცვლილის სხეული გვაქ, რომელთაგან 766 ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული. ასევე არსებობენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. არ მინდა ვისაუბრო ციფრებზე, თუმცა დაღუპულთა რიცხვი 4000-ზე მეტი არ იქნება“ - განაცხადა ავინიანმა.
4 იანვარის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობით, 3360 დაღუპული ადამიანის ცხედარი იყო ნაპოვნი. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა- 44 დღის განმავლობაში სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებულ 7 რაიონზე და აგრეთვე ქალაქ შუშასა და ჰადრუტზე დაკარგა კონტროლი.
მასალის გამოყენების პირობები
