"გამაოგნა კლინიკაში არსებულმა მენეჯმენტმა…" – რას ამბობს ლევან რატიანზე პაციენტი
COVID-19 - 23:32, 21 Jan, 2021     4586

კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული, მძიმე კოვიდისტორიით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს მადლობას უხდის და კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„Covid-19 ინფექციით დაავადებული მოვხვდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჩემი დაავადება ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა( ფილტვების დაზიანების 20–22ქულა) ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლესთან ბრძოლა. მე თვითონ გახლავართ 45–წლის სტაჟის მქონე ექიმი, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნამუშევარი, ცუდად კი ვიყავი, მაგრამ თვალი ყველაფერს ხედავდა და აღიქვამდა. მე გამაოგნა კლინიკაში არსებულმა მენეჯმენტმა, რომელიც არც ისე ადვილი მისაღწევია სამედიცინო სფეროში.

ერთ გუნდად შეკრული მედ-პერსონალი, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის ფასად იბრძვიან თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად.

22 დღე ვიწექი ინტენსიურ განყოფილებაში, ამ ხნის განმავლობაში ვნახე უამრავი მძიმე შემთხვევა, ახალგაზრდა ექთნები დაუღალავად, პირმცინარე ყოველ მეორე დღე მორიგეობდენ, მე არ ჩამოვთვლი მათ სახელებს (ვინმე რომ არ გამომრჩეს), განსაკუთრებით, დამამახსოვრდა ექიმი გიორგი ბარაბაძე, თავისი კეთილი, აუღელვებელი იმედიანი თვალებით, არაჩვეულებრივი პროფესიონალი, ერთი თვალის გადახედვით ამჩნევდა, ვის რა უჭირდა.

მე-4,5 კურსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები, ისინი ასრულებდნენ სანიტრის და ექთნის მოვალეობებს. არ უნდა შეგვეშინდეს მომავლის, დამერწმუნეთ, რომ შესანიშნავი ექიმთა თაობა იზრდება. რაც შეეხება კვებას, დროულად(ცხლად) მიწოდებული სამჯერადი კვება, რაციონით განაწილებული თითოეულ პაციენტზე. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ლევან რატიანი, ბევრი მინახავს მეცნიერი, რომელსაც უჭირს თავისი ცოდნის გაზიარება ახალგაზრდებისთვის, ლევან რატიანის სტუდენტები უკვე ჩამოყალიბებული ექიმები არიან, მთელ თავის ცოდნას, გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნია.

რაც შეეხება ლევანს, როგორც ექიმს, ეს პიროვნება არის შინაგანად ექიმი, კაცი რომელიც დღეში 2–3-ჯერ უვლის მთელ საავადმყოფოს, ზეპირად იცის თითოეული პაციენტის დიაგნოზი და დანიშნულება, რაც ყველაზე მთავარია, ლევანი ყველა პაციენტის იმედია. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, იყავი დღეგრძელი ,რადგანაც გიყვარს ადამიანი. მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ“, – წერს მედეა კახიძე






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის
კუჭავა ჩანაწერებზე: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის მოხდა მიყურადება
"გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის" პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა
"ახლა ერთი აღსარება უნდა ვთქვა, მე ამ ბავშვს ვუთხარი, რომ შენი... მე მაპატიე დათო" - ია ფარულავას აღიარება (ემოციური ვიდეო)
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მე რომ ვაგინე ბერას, ჩემს ჯარისკაც ძმიშვილს დაემუქრნენ -"ფეისბუქის"მომხმარებელი
ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა - მან შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია
ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი
მეუფე სტეფანე: სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს, ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - ჯაღმაიძე კითხვაზე, იყო თუ არა სწორი ხალხის დაშავების შემდეგ გალობა
"გედების ტბა" გედების გადასარჩენად - ბალეტი გაყინულ ზღვაზე (ვიდეო)
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი რეალურად საქართველოში
"ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება - კალიურანდი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42