ხელისუფლება დაჭერების ახალ სერიას იწყებს? - "კარტოგრაფების საქმეში სალომე ზურაბიშვილის ჩვენებაც დევს... მასალა დამონტაჟებულია.."
პოლიტიკა - 11:53, 22 Jan, 2021     1804
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეო და აუდიო მასალას ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები "დაჭრილსა და დამონტაჟებულს" უწოდებენ.

უფლებადამცველები, რომლებიც მასალებს ნაწილს უკვე გაეცნენ, აღნიშნავენ, რომ ვიდეო-აუდიო მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც კარტოგრაფების ბრალეულობას დაადასტურებს.

ამასთან, როგორც ირკვევა, საქმეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩვენებაც დევს, თუმცა დაცვის მხარისთვის ჩვენების შინაარსი უცნობია.


"ეს არის ძალიან ცუდი მცდელობა პროკურატურისგან, რომ ამ ვიდეო-მასალებზე არსებული მონტაჟის სახით, რაც გამოიხატება გარკვეული აუდიო ვიზუალური ეფექტების დადებაში, პროკურატიურა შეეცადა შეექმნა განცდა საზოგადოებაში, რომ ძალიან მნიშვნალოვანი მტკიცებულებით ამყარებენ საკუთარ ბრალდებას. ეს ასე არ არის, რადგან ამ მტკიცებულებებშიც ცალსახად ჩანს, და ივერი მელაშვილი ცალსახად ადასტურებს, რომ არცერთი მონაკვეთი აზერბაიჯანისთვის არ დაგვითმია. რომელიც 38 წლის რუქით მას არ ეკუთვნოდა. საზღვარი არ გავლებულა ისე, რომ საქართველოს ინტერესები დაზიანებულიყო"- აცხადებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

ილიჩოვას ადვოკატის თქმით, მისი კლიენტის წინააღმდეგ 23 წამიანი ვიდეო დევს, რომელიც "არაფერს ამტკიცებს".

ცნობისთვის, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერში ივერი მელაშვილი საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ თავმჯდომარე გოგი მანჯგალაძეს ახსენებს. შესაბამისად ჩნდება კითხვა გახდება თუ არა აღნიშნული ჩანაწერი მანჯგალაძისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი. საქმის პროკურორი ამირან გულაშვილი ამბობს მხოლოდ იმას, რომ "დამნაშავე პირთა წრე გაიზრდება".

კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს გაიმართება.











მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ასეთი ვარდნა ეკონომიკაში თენგიზ სიგუას შემდეგ არ ყოფილა" - მიხეილ სააკაშვილი
"მოუწევთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებზე წასვლა" - მიხეილ სააკაშვილი
"ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული...ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე - წინაზე მძიმე" - ხიდაშელი
მასშტაბური აქცია თბილისსა და რეგიონებში - აქტივისტები საწვავზე ფასის შემცირებას და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - აქტივისტებს ნივთების შეტანაში პოლიციამ ხელი შეუშალა
"სიმართლე ვთქვათ - არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო... პოლიტიკას 3 000 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა" - მეუფე იაკობი
"არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ" - მეუფე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ
"მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი მელიაზე
რუსთავში ხუთი ადამიანი სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა
აქციები რუსთაველზე - თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს კარვები გზის სავალ ნაწილზე დაიდგმება
"ამ კადრების შემდეგ, კომენდანტი განსაკუთრებით დამამცირებელია" - ხოშტარია რესტორანში ბოლქვაძის გართობზე
პარალელური რეალობა რჩეულთათვის - აკრძალვების ფონზე, ე.წ. კომენდანტის დროს "ოცნების" დეპუტატი რესტორანში ერთობა
"საუბედუროდ, ჩვენი ეკლესია ცირკს დაემსგავსა" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე სტეფანეს ბრძანებას აქვეყნებს
მიკსი საქართველოს მძიმე მდგომარეობაზე ევროპელი დეპუტატების განცხადებას შეუერთდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42