რაზე შეთანხმდნენ ელისაშვილი და თაკალვაძე - "ჩვენ უბრალოდ პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით"
პოლიტიკა - 14:19, 22 Jan, 2021     460
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან სადავო პოლიტიკური საკითხები განიხილეს და რამდენიმესთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიეს, რამდენიმე კი შეუთანხმებელი დარჩა.


"როგორც მოგეხსენებათ მე და ლევან იოსელიანი პარტია მოქალაქეების სახელით ვიყავით მოსულები, რომ გაგვერკვია ჰქონდა თუ არა მზაობა "ქართულ ოცნებას" იმ 4 საკითხთან დაკავშირებით დ იყო თუ არა მზად წასულიყო კომპრომისებზე.

ამისთვის ვიყავით მოსული რადგან მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო და მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსულები. ოთხივე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დაუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა რა თქმა უნდა ასევე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება"არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობს. მანამდე იყო 5 გვარი, 5იდან გამოვიდა 2. ძააან მძიმედ არის ეს საქმე, დღეს ჩვენ აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ ჩვენ უბრალოდ პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის ცვლილებების მიმართ ადრე გამოხატული მზადყოფნა "ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გაირკვა ის საკითხი, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, სააარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან და დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე იყო მზაობა "ქართული ოცნების" რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს ახლაც დადასტურდა ეს მზაობა. პუნქტობრივად მივყვებოდით ამ საარჩევნო რეფორმისა და ძალიან ბევრ საკითხხთან დაკავშირებით, ნუ რამდენიმე საკითხი რჩება შეუთანხმებელი... ეს დეტალებია და როცა შევთანხმდებთ გეტყვით, - განაცხადა მოქალაქეების ლიდერმა.

შეგახსენებთ, ერთიანი ოპოზიციური ერთობიდან გამოსულმა "მოქალაქეებმა" განაცხადეს, რომ პარლამენტში შევლენ, თუ მმართველი პარტია მათ მოთხოვნებს, სადაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც შედის, დააკმაყოფილებენ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის
კუჭავა ჩანაწერებზე: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის მოხდა მიყურადება
"გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის" პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა
"ახლა ერთი აღსარება უნდა ვთქვა, მე ამ ბავშვს ვუთხარი, რომ შენი... მე მაპატიე დათო" - ია ფარულავას აღიარება (ემოციური ვიდეო)
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მე რომ ვაგინე ბერას, ჩემს ჯარისკაც ძმიშვილს დაემუქრნენ -"ფეისბუქის"მომხმარებელი
ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა - მან შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია
ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი
მეუფე სტეფანე: სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს, ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - ჯაღმაიძე კითხვაზე, იყო თუ არა სწორი ხალხის დაშავების შემდეგ გალობა
"გედების ტბა" გედების გადასარჩენად - ბალეტი გაყინულ ზღვაზე (ვიდეო)
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი რეალურად საქართველოში
"ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება - კალიურანდი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42