თიბისის სტუდენტური პროგრამის - "თიბისი კემპის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:05, 22 Jan, 2021     1434

თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" მეორე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

პირველი ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლის სტუდენტებმა - სანდრო ჭანტურიძემ, ნინა სანდლერმა და რატი კალანდარიშვილმა, მეორე ადგილი კი, - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - საბა ამირიძემ, გიორგი კვენეტაძემ და ვახტანგ ღლონტმა დაიკავეს.

ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობა გაზარდოს და აღნიშნული მიმართულებით ახალი თაობის განათლებას შეუწყოს ხელი.

„თიბისი კემპი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული და მსურველების მასში ჩართვა ნებაყოფლობით შეეძლოთ.

სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

"თიბისი კემპის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გავცნობოდით ფინანსურ ბაზრებს, მოგვესმინა საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, თეორიაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. გარდა კომპანიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებისა, საბაზრო ტრენდებისა და ინვესტორთა მოლოდინის გაანალიზებისა, ამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია", - საბა ამირიძე, სტუდენტი.

„პროექტი - „თიბისი კემპი" უკვე მეორედ ჩატარდა და ის თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. მეორე ნაკადის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამორჩეული და კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები ვართ. პროგრამის შედეგებიდან და სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
იმედია შეხვედრა შედეგს მოიტანს, მთავარია, დიალოგი არ იყოს 1 დღის შოუ - ავსტრევიჩუსი შარლ მიშელის ვიზიტზე
Valentino-ს შავ–თეთრი შემოდგომა – ულამაზესი კოლექცია (ფოტოები)
პოლიტიკური მოლაპარაკებების პარალელურად "ოცნება" მობილიზაციას იწყებს - გდდ-ს ბაზაზე სპეცრაზმელები დაიბარეს
ხომ არ შევვარდებოდი.. სიაში არ ვარ.. - რაქვიაშვილი ათონელის სასახლეში არ შეუშვეს
"ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შარლ მიშელის ორგანიზებით შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა საკუთარ ხელში აიღო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა - სამადაშვილი
გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა, პლებისციტი მიუღებელია - ინაშვილი
"მოლაპარაკები იწყება ახლა, ვერსალის ზავი იქნება" - ჯაფარიძე
ნიკა მელია უნდა იჯდეს ამ მაგიდასთან... მისი გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები არის პროცესის განმუხტვის ერთადერთი გზა - აკაკი მინაშვილი პრემიერთად შეხვედრაზე
"პლებისციტი ჩავატაროთ იმასთან დაკავშირებით, პლებისციტი იქნება თუ არა" - მდინარაძე
კოვაქსის მიღმა დაჯავშნილი გვაქვს ვაქცინის 100 000, 150 000, 500 000, მილიონი დოზა - ტიკარაძე
ღარიბაშვილი დღეს "დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს”, ღარიბაშვილი 7 დღის წინ: "რადიკალურ პატრიებს არ დაველაპარაკებით"
“სად არის ბავშვი ამ გადაწყვეტილებაში?... მხოლოდ წულუკიანმა თუ უწყის...“ - რა ბედი ელის მოსწავლეს, რომელსაც გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუწყდება - ნინო კვიტაიშვილი “ოცნების“ რეფორმაზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42