
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სტრასბურგის 21 იანვრის გადაწყვეტილებას აფასებს.
საქმე ეხება აგვისტოს ომის საქმეზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლომ საქართველოს სარჩელის დიდი ნაწილი დააკმაყოფილა:
„ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თქვა, რომ აგრძელებენ მოწოდებას - გაიყვანოს რუსეთმა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარები.
მასალის გამოყენების პირობები
