რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა - ბოკერია თალაკვაძეზე
პოლიტიკა - 17:57, 22 Jan, 2021     544

სრულიად გაუგებარია აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, იმიტომ, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმურობას ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.

რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ - არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პასუხობს.

ბოკერიას თქმით, სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა პარლამენტი იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ თალაკვაძეს ეს ბინძური ვაჭრობა არ გაუვიდოდა არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე ადამიანთან და პოლიტიკოსთან.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ საჭიროა ივანიშვილი და მისი არარაობების გარემოცვა დროზე მოეგონ გონს, რისთვისაც ოპოზიცია, როდესაც გარემოებები მეტნაკლებად ხელსაყრელი იქნება, ყველა ლეგიტიმურ ფორმას მიმართავს.

„სრულიად გაუგებარია აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, იმიტომ, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმურობას ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.

რაც შეეხება ეხლა მომავალს, დროზე გონს მოსვლა ივანიშვილის პერსონალურად და მისი ამ არარაობების და კლოუნების გარემოცვის, ვისაც დარჩა ეხლა ფორმალური ფუნქციები, არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გონზე მოსვლისთვის, ჩვენ ყველას გვჭირდება, როცა გარემოებები მეტნაკლებად ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ლეგიტიმური მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვადამდელი ნორმალური არჩევნებით.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის
კუჭავა ჩანაწერებზე: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის მოხდა მიყურადება
"გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის" პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა
"ახლა ერთი აღსარება უნდა ვთქვა, მე ამ ბავშვს ვუთხარი, რომ შენი... მე მაპატიე დათო" - ია ფარულავას აღიარება (ემოციური ვიდეო)
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მე რომ ვაგინე ბერას, ჩემს ჯარისკაც ძმიშვილს დაემუქრნენ -"ფეისბუქის"მომხმარებელი
ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა - მან შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია
ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი
მეუფე სტეფანე: სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს, ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - ჯაღმაიძე კითხვაზე, იყო თუ არა სწორი ხალხის დაშავების შემდეგ გალობა
"გედების ტბა" გედების გადასარჩენად - ბალეტი გაყინულ ზღვაზე (ვიდეო)
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი რეალურად საქართველოში
"ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება - კალიურანდი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42