"მშობლები ვითხოვთ გეგმას!" - კვირას თბილისში მშობლები საპროტესტო აქციას გამართავენ
პოლიტიკა - 18:12, 22 Jan, 2021     398

"მშობლები ვითხოვთ გეგმას!", - კვირას, 24 იანვარს თბილისში, მზიურის პარკში, 16 საათზე კიდევ ერთი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და სკოლები, რადგან ათასობით ბავშვი მოკლებულია გაათლების მიღების შესაძლებლობას.

მათივე თქმით, მათთვის უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები. ისინი კონკრეტულ გეგმას ითხოვენ:

"უკვე მესამე სასწავლო სემესტრია საქართველოში დახურულია საბავშვო ბაღები, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებები. მთელი ამ ხნის მანძილზე, სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, ათასობით ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას. დიდ ქალაქებს მიღმა, სადაც აღდგა სასწავლო პროცესი, დაცული არ არის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც, იზრდება ბავშვების კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკები.

მშობლებს გააზრებული გვაქვს პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას, მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა, ვეყრდნობით რა UNICEF-სა და სპეციალისტების დასკვნებს, მიუღებლად მიგვაჩნია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით, ნათელი და თანმიმდევრული გეგმის გარეშე დახურვა.

2020 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ანტიკრიზისული გეგმა განათლების სექტორის გახსნას ყველაზე ბოლო ეტაპზე ითვალისწინებდა. ახლა კი, ჩვენთვის საერთოდ უცნობია რა ეტაპზე იგეგმება სკოლებისა და ბაღების გახსნა. მშობლები ვითხოვთ გეგმას! რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა ჩვენს შვილებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები პირველ მარტამდე არ გაიხსნება.

    ცნობისთვის, კიდევ ერთი აქცია გაიმართება 25 იანვარს, ორშაბათს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქციის მოთხოვნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაა.





    მასალის გამოყენების პირობები

    სხვა სიახლეები
    მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის
    კუჭავა ჩანაწერებზე: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის მოხდა მიყურადება
    "გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის" პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა
    "ახლა ერთი აღსარება უნდა ვთქვა, მე ამ ბავშვს ვუთხარი, რომ შენი... მე მაპატიე დათო" - ია ფარულავას აღიარება (ემოციური ვიდეო)
    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
    მე რომ ვაგინე ბერას, ჩემს ჯარისკაც ძმიშვილს დაემუქრნენ -"ფეისბუქის"მომხმარებელი
    ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა - მან შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია
    ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი
    მეუფე სტეფანე: სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს, ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ
    ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - ჯაღმაიძე კითხვაზე, იყო თუ არა სწორი ხალხის დაშავების შემდეგ გალობა
    "გედების ტბა" გედების გადასარჩენად - ბალეტი გაყინულ ზღვაზე (ვიდეო)
    რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი რეალურად საქართველოში
    "ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
    საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება - კალიურანდი
    საინტერესო ამბები
    ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
    დღეს, 02:42
    ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
    დღეს, 02:42
    ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
    დღეს, 02:42
    პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
    დღეს, 02:42