
"ამ გადაწვეტილებით დღეს ჩვენ ბიზნესი მოვკალით" - ასე ეხმაურება რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე, შოთა ბურჯანაძე, შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს და ამ ვითარებაში, შესაძლოა, ვერც ერთი ბიზნესი ვერ გადარჩეს:
"ამ გადაწყვეტილებით დღეს ჩვენ ბიზნესი მოვკალით. ეს არ არის დაპაუზება და რაღაცის გახანგრძლივება, ამ მუხრუჭს ბიზნესი ვეღარ გაუძლებს, ვერ იარსებებს.
არასდროს არ გვქონია საუბარი გაიხსნებოდა თუ არა, საუბარი ყოველთვის იყო როგორ გაიხსნებოდა და ამ ეპიდემიოლოგების უპასუხისმგებლო ქცევები ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რომ ვერც ერთი ბიზნესი ამ ვითარებაში ვერ გადარჩება",-ამბობს შოთა ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა - კერძოდ, აჭარაში, პირველი თებერვლიდან დაუშვებენ კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას, აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა, სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.
რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი, კოტე გაბრიძე, ითოხვს პრემიერთან შეხვედრას, რათა პირისპირ მოახსენონ ის ფორმულა, რა ფორმულითაც მთელი მსოფლიოს ქვეყნები, სახელმწიფოები მუშაობენ
"ათი ათასზე მეტი რესტორანი არის ფიქსირებული საქსტატში და 95% არის მკვდარი. გადარჩენაზე ამაზე ლაპარაკი არ არის. იმ 5%-ის გადარჩენა კიდევ შესაძლებელია. ტურიზმი, რომ აღდგება რა უნდა აჩვენონ? - მარტო ჯვარი... დანარჩენი რა კონსერვები ვაჭამოთ? ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რომ პირისპირ მოვახსენოთ ის ფორმულა, რა ფორმულითაც მთელი მსოფლიოს ქვეყნები, სახელმწიფოები მუშაობენ", - ამბობს გაბრიჩიძე.
მასალის გამოყენების პირობები
