"რაც უნდა ხალხს, ჩვენს ქვეყანას -არის მიღწევადი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით! " - ზურაბ მელიქიშვილი
პოლიტიკა - 18:26, 22 Jan, 2021     319
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ მელიქიშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვენებს და მოუწოდებს კოლეგებს ოპოზიციაში , რომ ხალხის მთავარი დაკვეთისთვის უფრო მედგრან იბრძოლონ.მელიქიშვილი თვლის, რომ დღეს პარლამენტში შესვლა არის გახანგრძლივება იმ უბედურების რაც დღეს ხდება ქვეყანაში - მისივე თქმით, ყველაფერი იქნება მიღწევადი და შესაძლებელი, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
"ხალხმა მხარი დაუჭირა ხელისუფლების ცვლილებას! - ეს არის მოცემულობა. ხალხის მოთხოვნაა შეჩერდეს ნგრევა, უიმედობა, სიღარიბე.... პენსიონერს უნდა ღირსეული პენსია და არა საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენგან ხელისუფლების ომახიანი ლანძღვით გულის მოფხანა... ულუკმაპუროს უნდა საკვები და არა საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენგან მკერდზე მჯიხის ცემით მთავრობის გაკიცხვა.... უმუშევრად დარჩენილს ჩვენგან სამუშაო ადგილის შექმნა უნდა და არა საპარლამენტო ტრიბუნიდან უვარგისი მთავრობის დამუნათება... ემიგრაციაში იძულებით წასულ ჩვენს ხალხს უნდა პირობების შექმნა, რათა საქართველოში თავის მიწა-წყალზე შეძლონ დაბრუნება და არა პარლამენტის ტრიბუნიდან პათეტიკით გაჯერებული ტექსტით ჩვენგან თავის მოწონება იხილონ არაფრისმაქნისი მთავრობის ფონზე....და რაც უნდა ხალხს, ჩვენს ქვეყანას -არის მიღწევადი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით! სწორედ ეს არჩევანი გააკეთა ხალხმა არჩევნებზე , სწორედ ამიტომ პარლამენტში შესვლა არის გახანგრძლივება იმ უბედურების რაც დღეს ხდება ქვეყანაში...ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს.წართმეული არჩევნების ფონზე, მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციაში, რომ ხალხის მთავარი დაკვეთისთვის უფრო მედგრად ვიბრძოლოთ. უფრო მეტად ვეძებოთ ერთმანეთთან დაახლოვების წერტილები , რადგან ხალხმა დაგვაყენა ერთად ამ ბრძოლის წინა ხაზზე და ეს მისია უნდა შევასრულოთ პირნათლად! ერთმანეთთან პიროვნულმა დამოკიდებულებამ არ უნდა დაგვაშვებინოს ამ ბრძოლისთვის ტრაგიკული შეცდომა, რადგან თუ როგორ სწორად, თანმიმდევრულად და ძლიერად მივალთ მიზნამდე - ამაზეა დამოკიდებული საქართველოს აწმყოც და მომავალიც", - წერს ზურაბ მელიქიშვილი "ფეისბუქზე".





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის
კუჭავა ჩანაწერებზე: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის მოხდა მიყურადება
"გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის" პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა
"ახლა ერთი აღსარება უნდა ვთქვა, მე ამ ბავშვს ვუთხარი, რომ შენი... მე მაპატიე დათო" - ია ფარულავას აღიარება (ემოციური ვიდეო)
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მე რომ ვაგინე ბერას, ჩემს ჯარისკაც ძმიშვილს დაემუქრნენ -"ფეისბუქის"მომხმარებელი
ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა - მან შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია
ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი
მეუფე სტეფანე: სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს, ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - ჯაღმაიძე კითხვაზე, იყო თუ არა სწორი ხალხის დაშავების შემდეგ გალობა
"გედების ტბა" გედების გადასარჩენად - ბალეტი გაყინულ ზღვაზე (ვიდეო)
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი რეალურად საქართველოში
"ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება - კალიურანდი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42