
დღეს პარტია "გირჩმა" აშშ–ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა - "გირჩიდან" შეხვედრას იაგო ხვიჩია, სანდრო რაქვიაშვილი და ვახტანგ მეგრელიშვილი ესწრებოდნენ.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ აშშ–ის საელჩოში ისეთივე ექსტრა–ორდინალური იდეები მოისმინა, როგორიც თავში თვითონ მოსდის.
მისივე თქმით, ურემი გადაბრუნდება და სავარაუდოდ , თუ არაფერი არ მოხდა "ნაციონალურ მოძრაობას" და მთელ ოპოზიციას "ქართული ოცნება" გარეთ დატოვებს.
"თუ ჩვენს ინტერესშია, მეხუთე რაუნდი, ზოგადად მოლაპარაკებები და შერიგება მოხდეს ამ ქვეყანაში ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, ზოგადად პოლიტიკური ძალები ერთმანეთს არ ეჩხუბებოდნენ, რაიმე ესქტრა–ორდინალურია გასაკეთებელი და ძალიან გამიხარდა, რომ დაახლოებით მე რომ მომდის ხოლმე ისეთი იდეები, აშშ–ის საელჩოში მოვისმინე.
გამოწვევა გვაქვს შევძლებთ თუ არა, საკუთარი პოზიციების ისე ახსნას, რომ შემდეგ არ აღმოვჩნდეთ, როცა უკვე ურემი გადაბრუნდება... და ურემი გადაბრუნდება, სავარაუდოდ თუ არაფერი არ მოხდა ნაციონალურ მოძრაობას და მთელ ოპოზიციას "ქართული ოცნება" გარეთ დატოვებს... ურემის გადაბრუნების შემდეგ, გვექნება საფიქრალი რა გავაკეთოთ. პარტია გირჩი "ქართულ ოცნებას" და ამ პარლამენტს არ გააპრავებს, დარჩება ქუჩაში ოპოზიციასთან ერთად. " , – ამბობს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი
ოპოზიციის მანდატების გაუქმებამდე კი 1 კვირა რჩება - არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა ეს პერიოდი და მუწოდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ელჩების ფასილიტატორობით, "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის სავარაუდოდ შემდეგ კვირაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები
