სარესტორნე ბიზნესი ძირითადი ინფიცირების წყაროა -მაია ცქიტიშვილი ბიზნესის წარმომადგენლების პროტესტს პასუხობს
პოლიტიკა - 20:11, 22 Jan, 2021     388

საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი, ბიზნესის იმ წარმომადგენლებს პასუხობს, ვინც დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეზღუდვებთან დაკავშირებით არ ეთანხმება - ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საბჭომ მიიღო მძიმე მისაღები იყო და მას ძალიან კარგად ესმის თუ რა გამოწვევებისა და კრიზისის წინაშე დგას ესა თუ ის ბიზნესი.

თუმცა, ცქიტიშვილის თქმითვე, სარესტორნე ბიზნესი არის დარგი, რომელიც შესაძლოა, ყველაზე მეტად გახდეს ინფიცირების გავრცელების წყარო, ვინაიდან რესტორნებში ადამიანებს პირბადეები ფიზიკურად ვერ ეკეთებათ.

"ძალინ კარგად გვესმის ის პრობლემები, რომელის წინაშეც იმყოფებიან, მაგალითად, სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები და ზოგადად ბიზნესები. მინდა მათი წუხილი გავიზიარო, დავარწმუნო და ვუთხრა, რომ ჩვენთვის არ არის უცხო მათი ემოციები. ჩვენ ვინც ახლა საჯარო სამსახურში ვმუშაობთ, აქამდე გვქონდა გამოცდილება ბიზნესში და ვიცით, რა პრობლემაც არის დღეს იქ. ბიზნესზე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და წარმატება. ეს მინდა მათ იცოდნენ ჩვენგან და ასევე, მინდა მათ იცოდნენ, რომ თითოეული გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმეა. ამასთან, რაც შეეხება კომუნიკაციას, მათთან იყო შეხვედრები საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებთან, ასევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ბიზნესომბუდსმენის აპარატში, ჯანდაცვის სამინისტროში და ა.შ მათთან კომუნიკაცია ნამდვილად არის. შესაძლოა, ეს კომუნიკაცია გასაუმჯობესებელი იყო და ამ თემაზე უნდა ვიფიქროთ.

რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესს, ბევრი ადამიანი, იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნები დღეს არ მუშაობს, როდესაც რესტორნებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფიცირების ძირითადი გადაცემის წყარო არის არა ოფიციანტისგან, არამედ საქმე ისაა, რომ რესტორანში სტუმრები პირბადის გარეშე იმყოფებიან. ეს ხანგრძლივი კომუნიკაცია კი, პირბადების გარეშე, განაპირობებს იმას, რომ წესების დაცვა ვერ მოხერხდება. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, პანდემიის გამო, რესტორნები არ მუშაობს და მეტიც, ალკოჰოლის გაყიდვაც კი აკრძალულია,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში "დღის კურიერი".





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდეს - გიორგი ვაშაძე
მოლაპარაკება დასრულებულია - შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს
პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო - ხაზარაძე "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგბ
"იმედიანი გაზაფხული დგება" - ნათელაშვილის პირველი კომენტარი "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
იმედია შეხვედრა შედეგს მოიტანს, მთავარია, დიალოგი არ იყოს 1 დღის შოუ - ავსტრევიჩუსი შარლ მიშელის ვიზიტზე
Valentino-ს შავ–თეთრი შემოდგომა – ულამაზესი კოლექცია (ფოტოები)
პოლიტიკური მოლაპარაკებების პარალელურად "ოცნება" მობილიზაციას იწყებს - გდდ-ს ბაზაზე სპეცრაზმელები დაიბარეს
ხომ არ შევვარდებოდი.. სიაში არ ვარ.. - რაქვიაშვილი ათონელის სასახლეში არ შეუშვეს
"ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შარლ მიშელის ორგანიზებით შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა საკუთარ ხელში აიღო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა - სამადაშვილი
გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა, პლებისციტი მიუღებელია - ინაშვილი
"მოლაპარაკები იწყება ახლა, ვერსალის ზავი იქნება" - ჯაფარიძე
ნიკა მელია უნდა იჯდეს ამ მაგიდასთან... მისი გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები არის პროცესის განმუხტვის ერთადერთი გზა - აკაკი მინაშვილი პრემიერთად შეხვედრაზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42