პოლიცია არასრულწლოვანი კრიმინალების უკან - მაღალჩინოსნები ბავშვებს აძლევენ დავალებებს, რომ გაიტანონ მაღაზიები
სამართალი - 20:36, 22 Jan, 2021     896
პოლიცია არასრულწლოვანი კრიმინალების უკან - საიველირო და ძვირადღირებული ტექნიკის მაღაზიების ძარცვის უკა, შესაძლოა, თავად სამართალდამცველები იდგნენ.

ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის დედა ალაპარაკდა - მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლები, მაღალჩინოსნები ქუჩის ბავშვებს აძლევენ დავალებებს, რომ გაიტანონ მაღაზიები . სამართალდამცავები კი წილში არიან. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, არ აქვთ უფლება ბავშვებს დატოვონ დაჯგუფება წინააღმდეგ შემთვევაში ხდებიან ძალადობის, ჟანტაჟისა და ფსიქოლოგიური წნეხის სამიზნე.
"პოლიციის თანამშრომელი, მაღალჩინოსნები ქუჩის ბავშვებს აძლევენ დავალებებს, რომ გაიტანონ მაღაზიები. სამართალდამცავები კი წილში არიან. აქვთ კონკრეტული ადგილი, სადაც მიყავთ და წნეხში ატარებენ, უსწორებდებიან ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. ჩემი შვილიც მსხვერპლია, რამდენჯერმე შევამჩნიე , რომ ნაცემი იყო როცა ვკითხე ვინ გაგიმეტა ასე-მეთქი არ მითხრა. ერთადერთი მთხოვა , რომ როცა დაიჭერდნენ განყოფილებაში არ მივსულიყავი. ის ვინც დაჯგუფების დატოვებას გადაწყვეტს სამართალდამცავები გადადიან ფიზიკურ ანგარიშწორებაზე, შანტაჟსა და ადევნებაზე - ჩემი შვილს 2 ჯერ აედევნენ , მიდიოდა სკოლაში და დამირეკა შეშინებულმა მომყვებიანო . როცა სამარშუტო ტაქსიში ავიდა "შკოდის" მარკის ავტომობილით აედევნენ და სკოლამდე გაყვნენ." - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.
ადვოკატი ალესანდრე მერებაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი შემთვევა პრაკტიკაში არაერთხელ ქონია, თუმცა რეაგირება არ მოყოლია აღნიშნულს.
"პოლიციის თანამშრომლები ძალადობენ არასრულწოვნების განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფზე. ჩვენს წარმოებაშიც იყო მსგავსი საქმე. შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში საქმე, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ქონია და მოძალადე პოლიციელები რჩებიან დაუსჯელები" , - აცხადებს მერებაშვილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქურდობები ხდება ქვეყნის მასშტაბით , რაც ეჭვს ბადებს, რომ სამართალდამცავებს მფარველობენ და დაუსჯელად დადიან.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უკონტროლო კრიმინალი - თამარაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს
"ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ნიკა მელია უნდა იყოს ამ მაგიდის ირგვლივ" - აკო მინაშვილი
თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს - ჯაფარიძე
დიალოგის პროცესში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ - სალომე სამადაშვილი
ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები - შარლ მიშელის 6 პუნქტი , რომელიც უნდა მოგვარდეს
"იმედი მაქვს, ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს" - ღარიბაშვილის პირველი კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ
დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდეს - გიორგი ვაშაძე
მოლაპარაკება დასრულებულია - შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს
პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო - ხაზარაძე "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
"იმედიანი გაზაფხული დგება" - ნათელაშვილის პირველი კომენტარი "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
იმედია შეხვედრა შედეგს მოიტანს, მთავარია, დიალოგი არ იყოს 1 დღის შოუ - ავსტრევიჩუსი შარლ მიშელის ვიზიტზე
Valentino-ს შავ–თეთრი შემოდგომა – ულამაზესი კოლექცია (ფოტოები)
პოლიტიკური მოლაპარაკებების პარალელურად "ოცნება" მობილიზაციას იწყებს - გდდ-ს ბაზაზე სპეცრაზმელები დაიბარეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42