შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
პოლიტიკა - 22:40, 22 Jan, 2021     546

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბური აქციის გამართვას აპირებს.

ჯაფარიძის თქმით, მასშტაბური აქცია გაიმართება, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების, არამედ ზოგადად ქვეყნის გახსნის მოთხოვნით - თუ სად გაიმართება აქცია, ამას 23 იანვარს დააანონსებენ.

"ახლა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არ მგონია იყოს ოპოზიცია შედის არ შედის პარლამენტში, ამ თემას მიაქვს მთელი ყურადღება, მაგრამ ახლა, ეს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ეს პარლამენტი უკვე შედგა, როგორც კარიკატურა და ამას არაფერი ეშველება. ჩემი აზრით, ვინც არ უნდა შევიდეს შინაარსი არ აქვს. თუ მართლა საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილებისთვის იბრძვის, ბრძოლა ახლა, ქვეყნის გახსნით იწყება. თუ ჩვენ ვერ შევძელით და ვერ დავრწმუნეთ ადამიანები, რომ ისინი ახლა, სახლში მონებივით არიან ჩაკეტილები, უნდა გამოვიდნენ, გააპროტესტონ და საკუთარი თავისუფლება უნდა მოიპოვონ, მაშინ ჩვენ ამ ხალხთან ერთად ვერ შევძლებთ ამ ხელისუფლების შეცვლას. ამიტომ ოპოზიციის საქმე ახლა არის ქვეყნის გახსნა ყველანაირი თვალსაზრისით, ეს იქნება საჰაერო მომოსვლა, თუ ქვეყნის შიგნით დაწესებული ათასგვარი იდიოტური რეგულაციების მოხსნა.

უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ვალებს უნამუსოდ იღებენ და ჩვენი შვილების მომავალს თვითონ ჭამენ, იმიტომ, რომ თვითონ არაფერი მოუკლით, სამსახურებიც აქვთ, მანქანებიც ჰყავთ, ბენზინსაც ასხამენ. საერთოდ არაფერი უგვრძნიათ, რაც ეს რეგულაციები შემოიღეს და ცხოვრობენ ისე როგორც არაფერი და ჭამენ ჩვენს და ჩვენი შვილების ხარჯზე აღებულ ვალებს. უნდა გაიგონ, რომ ადამიანებს ეს ესმით და ამას აპროტესტებენ.

ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყველაფერს ატყუებდნენ. ტყუილია ისიც, რომ ახლა, ცოტა ხანში გახსნიან, ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ. კიდევ თვეების განმავლობაში არავის არაფერი ეშველება და დარჩებიან გამომწყვდეულები შიმშილის პირას, როგორც ახლა არიან, თუ არ გამოვლენ და არ გააპროტესტებენ. ერთადერი რაც ამ ხელისუფლებას ესმის, ეს არის ძალაა", - განაცხადა ჯაფარიძემ "360 გრადუსში".





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის
კუჭავა ჩანაწერებზე: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის მოხდა მიყურადება
"გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის" პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა
"ახლა ერთი აღსარება უნდა ვთქვა, მე ამ ბავშვს ვუთხარი, რომ შენი... მე მაპატიე დათო" - ია ფარულავას აღიარება (ემოციური ვიდეო)
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მე რომ ვაგინე ბერას, ჩემს ჯარისკაც ძმიშვილს დაემუქრნენ -"ფეისბუქის"მომხმარებელი
ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა - მან შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია
ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი
მეუფე სტეფანე: სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს, ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - ჯაღმაიძე კითხვაზე, იყო თუ არა სწორი ხალხის დაშავების შემდეგ გალობა
"გედების ტბა" გედების გადასარჩენად - ბალეტი გაყინულ ზღვაზე (ვიდეო)
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი რეალურად საქართველოში
"ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება - კალიურანდი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42