ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
COVID-19 - 22:59, 22 Jan, 2021     1015

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თუ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე და მხოლოდ წლის ბოლოს მივაღწევთ თავისუფლებას ეკონომიკაში, ეს არის შორს და მანამდე ხალხს გაუჭირდება , მაგრამ მისივე თქმით, სხვა გამოსავალი არ არის.

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს.

მისივე განმარტებით, საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის.

რაც შეეხება კოვიდვაქცინის კომერციალიზაცია, ცერცვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ის ამის წინააღმდეგი არ არის.

"აზერბაიჯანი არ დაელოდა „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ცალსახა მოთხოვნა აქვს და გაიკეთა ჩინური ვაქცინა, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები და პირველ რიგში, ჩვენი ოპონენტები, ხმამაღლა აცხადებნენ, არ გაბედოთ და ჩინური ვაქცინის შემოტანა. ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია, მან გაიკეთა ჩინური ვაქცინა“, -განაცხადა ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, იმოქმედა თუ არა ოპოზიციის კრიტიკამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით, ცერცვაძემ განაცხადა, რომ გარკვეულწილად, შესაძლებელია ამანაც იმოქმედა.

ჩვენ რომ დაგვეწყო ჩინური ვაქცინით აცრა, მაშინ რა რეაქცია იქნებოდა? მაშინ გვეტყოდნენ, რომ ხალხის ბედი არ ანაღვლებს მთავრობას და ჩინური, შეუმოწმებელი, არასანდო და შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინაცია დაიწყესო. შეიძლება ჩვენ გამოგვეყენებინა ჩინური ვაქცინა და ის ძალიან კარგი ყოფილიყო. ჩემი პირადი განცდაა, რომ ის ცუდი არ იქნება, მარამ ეს ჩემი პირადი განცდაა და ამის არგუმენტები და დოკუმენტები არ მაქვს. კვლევის შედეგები არ მაქვს. შესაძლოა, ის კარგი აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის არჩეული გზა იქნება სწორი და ის დარჩება მოგებული და ჩვენ დავრჩებით წაგებული, მაგრამ შეიძლება ჩინური ვაქცინა აღმოჩნდეს არასანდო ან ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. მაშინ ნახეთ კრიტიკის რა ქარცეცხლი დაატყდება აზერბაიჯანს და მის მთავრობას. მაშინ აღმოჩნდება, რომ ჩვენი პოზიცია, რომელიც უფრო ფრთხილი იყო, სწორი ყოფილა.

იმდენი საქმე მაქვს, ვერ ვიცლი იმ საქმეში კარგად ჩასახედად, რომელიც ჩემი უშუალო მოვალეობა არ არის, ამიტომ მართალი გითხრათ, მე ისიც არ ვიცოდი, რომ აკრძალულია კომერციული ვაქცინის შემოტანა. მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ იმიტომ, რომ არ ვიცი. თუ ჩემს აზრს მეკითხებით, მე ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ კომერციული ვაქცინის შემოტანა იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა ცერცვაძე, გადაცემაში "360 გრადუსი".





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის
კუჭავა ჩანაწერებზე: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის მოხდა მიყურადება
"გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის" პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა
"ახლა ერთი აღსარება უნდა ვთქვა, მე ამ ბავშვს ვუთხარი, რომ შენი... მე მაპატიე დათო" - ია ფარულავას აღიარება (ემოციური ვიდეო)
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მე რომ ვაგინე ბერას, ჩემს ჯარისკაც ძმიშვილს დაემუქრნენ -"ფეისბუქის"მომხმარებელი
ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა - მან შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია
ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი
მეუფე სტეფანე: სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს, ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - ჯაღმაიძე კითხვაზე, იყო თუ არა სწორი ხალხის დაშავების შემდეგ გალობა
"გედების ტბა" გედების გადასარჩენად - ბალეტი გაყინულ ზღვაზე (ვიდეო)
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი რეალურად საქართველოში
"ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება - კალიურანდი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42