ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
COVID-19 - 23:10, 22 Jan, 2021     790

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, ეხმაურება "გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ,ზურაბ ჯაფარიძის ,განცხადებას, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზუდვების მოხსნას ეხება და აცხადებს, რომ ჯაფარიძეს, რომ ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა შეზღუდვების მოხსნაზე სხვანაირად მოიქცეოდა.

მისი თქმით, ჯაფარიძე არაფერზე აგებს პასუხს , მთავრობა კი - ყველა მოქმედებაზე აგებს პასუხს.

"ბატონი ზურაბის პიროვნების ექსტრაორდინალურობა ყველასათვის ცნობილია. ის ამას ამბობს, იმიტომ, რომ არაფერზე არ აგებს პასუხს. მას რომ ეკისროს პასუხისმგებლობა თავის განცხადებაზე, მოიხსნას ყველა შეზღუდვა, რასაც აანონსებს, რომ შეზღუდვების მოსახსნელად სათავეში ჩაუდგება, ამის მერე მას რომ კითხვა დაუსვან - ამ შეზღუდვების მოხსნას რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა ის პასუხს?! მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ის სხვანაირად მოიქცევა. ის პასუხს არაფერზე აგებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების არსებობა არავის ეხალისება.

"მე მომხრე ვარ შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების, მოხსნის და ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთი გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ეს ხომ შემდეგ, უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, რომ ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა ხომ მოხარული იქნება მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს. 1% მაინც რომ იყოს გარანტია იმისა, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა, მაგრამ განსხვავებით, ბატონი ზურაბისგან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და პასუხს არაფერზე აგებს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპასა და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე. დამიჯერეთ, მერე ისევ მთავრობას მოთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, რატომ მოხსენი შეზღუდვები, თუ იცოდი, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანდაო. ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ და მოვახდინოთ დაბალანსება“, - განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში "360 გრადუსი".

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის
კუჭავა ჩანაწერებზე: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის მოხდა მიყურადება
"გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის" პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა
"ახლა ერთი აღსარება უნდა ვთქვა, მე ამ ბავშვს ვუთხარი, რომ შენი... მე მაპატიე დათო" - ია ფარულავას აღიარება (ემოციური ვიდეო)
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მე რომ ვაგინე ბერას, ჩემს ჯარისკაც ძმიშვილს დაემუქრნენ -"ფეისბუქის"მომხმარებელი
ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა - მან შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია
ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი
მეუფე სტეფანე: სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს, ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - ჯაღმაიძე კითხვაზე, იყო თუ არა სწორი ხალხის დაშავების შემდეგ გალობა
"გედების ტბა" გედების გადასარჩენად - ბალეტი გაყინულ ზღვაზე (ვიდეო)
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი რეალურად საქართველოში
"ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება - კალიურანდი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42