
"ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა და განუცხადა, რომ "ევროსაბჭოსა" და ნატო-ში გაერთიანება მათი მიზანი არ არის. როგორც ზავრადაშვილი აცხადებს, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია გაერთიანება, როგორც ეს 2012 წელს მოხდა:
"ევროსაბჭოსა და NATO-ში გაერთიანება ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი საშუალებაა, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ. რაც შეეხება მიზანსა და იდეას, ეს ჩვენ გვჭირდება, რომლის გარშემოც გავერთიანდებით კიდევ ერთხელ, როგორც 2012 წელს და ყველა გამოწვევას, ყველა პრობლემას აუცილებლად დავძლევთ", - თქვა მან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზავრადაშვილი "ევროსაბჭოში" ევროკავშირს გულისხმობდა, რაც შეეხება ევროსაბჭოს, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებათა წამყვანი ორგანიზაციაა, მასში საქართველო 1997 წელს გაერთიანდა ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა გახდა.
მასალის გამოყენების პირობები
