
"ნაციონალური მოძრაობაში" საკოორდინაციო შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ლიდერები ამბბენ, რომ "დღეს ღარიბაშვილმა პოლიტიკური სამარე გაითხარა თავისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც".
„დღეს ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, როდესაც შტურმი მორჩა, რა შეფასებას გააკეთებთ იმის შესახებ, რაც მოხდაო. რა შეფასება უნდა გავაკეთო? კადრები ყველაფერზე მეტყველებს. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორი მეთოდებით უსწორდება ივანიშვილი მის პოლიტიკურ ოპონენტებს და როგორ ებრძვის ეს სამარცხვინო ადამიანი. რა ეგონათ აქ რომ შემოდიოდნენ, 10 ათასი ტერორისტი იდგა „კალაშნიკოვით“ შეიარაღებული? მშვიდობიანი მოქალაქეები იცავდნენ ამ ქვეყნის თავისუფლებას და როგორ გაუსწორდნენ, რა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მხუთავი აირი შეასხეს მათ და ასეთი მეთოდებით გაიყვანეს ნიკა მელია შენობიდან. რა ჰგონიათ ახლა, ქაბულის ციხე აიღეს და მაგრები არიან? დღეს ღარიბაშვილმა პოლიტიკური სამარე გაითხარა თავისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც. ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. ნიკა იქნება თავისუფალი, ჩვენ კი გამარჯვებული“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
