მთავრობამ დააზარალა ქვეყნის რეპუტაცია, ცალსახად ესკალაციის გზაზეა - NGO-ები მელიას დაკავებაზე
პოლიტიკა - 11:26, 23 Feb, 2021     240
21 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში საპოლიციო ძალების შესვლასა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია" - ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა, დღეს კი სრულიად ჩიხშია შესული.

"მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადეკვატური გადაწყვეტილების მოლოდინი.

შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შევაჩეროთ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია და არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება. მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ. დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TIG, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი, საზოგადოება და ბანკები, მედიის განვითარების ფონდი - MDF, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS, საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS, ღია საზოგადოების ფონდი - OSGF, ცენტრი “ემპათია”, საფარი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC, საქართველოს გაეროს ასოციაცია - UNAG, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ცივილიზებულ ქვეყნებში სასამართლოს შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ასეთი სიუჟეტის ეთერში გასვლას... ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ - სუბარი ტვ პირველის სკანდალურ ჩანაწერზე
ოცნებაში მოულოდნელად ჩანიშნული პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს - გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს?
ხვალ სამგორში ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
ხელისუფლების წევრების ნეგატიური განცხადებები ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს - მესამე სექტორი
გამოიკვეთა "წითელი პრესის" ნიშნები... "კაგებეშნიკური" მეთოდებით ამონტაჟებენ და ჩეხავენ - მდინარაძე სატელეფონო ჩანაწერზე
ესპანეთში 3 ათასი კილოგრამი კოკაინის გადატანისთვის ქართველი მეზღვაურები დააკავეს
"თავისუფლება საშვით არ გაიცემა" - კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
თუ ჩანაწერები ავთენტურია, გამოძიება უნდა დაიწყოს - ლომჯარია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ მასალაზე
ოპოზიციისგან კომპრომისთან მიახლოებული წინადადებაც არ მოგვისმენია - მდინარაძე
პლებისციტი ოპოზიციის სრულ კაპიტულაციას ნიშნავს, რაც ივანიშვილის დიქტატურას გაახანგრძლივებს - ნათელაშვილი
"ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა - წავა თუ არა ხელისუფლება კომპრომისზე
სუბარის იერიში ტვ პირველზე - რატომ დააბრალა დეპუტატმა ქართული ოცნების აქტივისტის ბებიის გარდაცვალება კრიტიკულ მედიას?
მოვუწოდებთ პარლამენტს, გააგრძელეთ საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა - აშშ-ს საელჩო
დიდი ფორიაქია ატეხილი, კუთხეში არიან მიმწყვდეულები - ოპოზიცია ცესკო-ში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42