
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მალიას ძაილს გამოყენებით დაკავებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებით ჩვენ მომსწრე გავხდით, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ.
ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ნიკა მელია კრიმინალია და ყველა ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს.
რაც შეეხება დაკავების ოპერაციას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მელიას დაკავება თანამედროვე სტანდარტებით მოხდა.
"ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი, დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, ამერიკული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. მადლობა გომელაურს და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აქვე გთავაზობთ დასავლეთის რეაქციას:
"შეძრწუნებული ვარ ამ დილით ენმ-ის სათავო ოფისიდან კადრებით. ძალადობა და ქაოსი თბილისში უკანასკნელია, რაც ახლა საქართველოს სჭირდება."- მარკ კლეიტონი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.
"მე ამ რეიდს ლაივში ვუყურე. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ის არ არის, რაც ავტომატურად ხდება" - ადამ კინზინგერი
აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ ოჯახში მიმავალ გზაზე.
მასალის გამოყენების პირობები
