
სამართლებრივი წესრიგის აღსრულება - ასე აფასებს ნიკა მელიას დაკავებას პარლამენტის თავმჯდომარე. მისი თქმით, მელამ ეს გზა თავად აირჩია.
"როდესაც თავს აცხადებს კანონგარეშედ და ამბობს, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა, სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება.
სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა რომ ემუქრებოდა პატიმრობა, შესაბამისად მან განგებ აირჩია პროვოკაციული გზა და უფრო მეტი ესკალაცია.
დღეს დავინახეთ რომ სამართალდამცვამა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე"- უთხრა მედიას თალაკვაძემ და დარბევის შემდეგ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.
"ვისაც აქვს პრეტენზია რომ არის ჯანსაღი ძალა, შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ იქნება საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა" - ამბობს თალაკვაძე
მასალის გამოყენების პირობები
