პრეზიდენტმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა
პოლიტიკა - 19:41, 27 Feb, 2021     432

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენი გადასცა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლევან თაქთაქიშვილს ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის - მისივე თქმით, რომ დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის ხელმისაწვდომია ემიგრაციის შემოქმედება - ლიტერატურა, ფოტომასალა და ისტორია, რომლის დაბრუნებაც ძალიან ხანგრძლივი და რთული საქმე იყო, სწორედ ლევან თაქთაქიშვილის დამსახურებაა და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

"ემიგრაციის ისტორიული მასალის დაბრუნების პროცესი არ დასრულებულა, ის კიდევ გრძელდება.

ლევან თაქთაქიშვილმა ჩამოიტანა ისტორიული საგანძური პარიზიდან, რომელიც პოლიტიკური ემიგრაციის მთავარი კერაა, არგენტინიდან, ამერიკიდან...

დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როცა ცოტა უფრო სხვა ფორმით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გაიხსნას ემიგრაციის მუზეუმი.

დიდი ხანია ვთვლი, რომ შესაძლებელია გაერთიანდეს ოკუპაციისა და ემიგრაციის მუზეუმი და გახდეს უფრო მასშტაბური, რადგან ამაში არის ძალიან დიდი ლოგიკა.

ემიგრაციაში წასვლა არდათმობის ნიშანი და სიმბოლო იყო საბჭოთა ოკუპაციის წინაშე. ის, რომ საქართველოში ისტორიული დოკუმენტაცია დაბრუნდა სწორედ იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვეგუებით, არ ვეპუებით ოკუპაციას და არ ვთმობთ არაფერს. ამის ნაწილია ლევან თაქთაქიშვილი, რაც ძალიან დიდი პატრიოტული საქმეა.

მე ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილები დღეს აქ არიან და ამას ისმენენ. უნდა ვიცოდეთ, რომ პატრიოტიზმი ზოგჯერ ეს არის ჩუმი, დაუღალავი საქმის გაკეთება და მისი ბოლომდე მიყვანა.

ამისთვის მე მინდა, მთელი ემიგრაციის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გითხრათ, რომ ძალიან მადლიერი და ამაყი ვარ, რომ საქართველოში ასეთი ადამიანები არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია
მოლაპარაკებებში ამჯერად 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვება
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
უხვმა ნალექმა ხეობის 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42