
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პროკურატურის შეთავაზებას ტელეკომპანია პირველთან წერილობით ინტრევიუში პასუხობს და ამბობს, რომ "სერიოზულად არც კი აღუქვამს"
"ტელევიზორი შემომიტანეს საკანში. ჯერ კიდევ ციხის თანამშრომლები იყვნენ ოთახში და ტელევიზორის მონტაჟში მეხმარებოდნენ, როდესაც ჩავრთე, პირველ წამს პროკურატურის ბრიფინგი ჩაირთო. ამბობდნენ, რომ მზად არიან, სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ. სერიოზულად არც კი აღვიქვამ. გამეცინა.
1 წუთითაც არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ამ ბრძოლაშ 2014 წელს ჩავერთე. მაშინ გამარჯვება ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა და იყო მომენტები, როცა უიმედობა ეპარებოდა ოპტიმიზმს, მაგრამ ყოველი გამოწვევა და წინააღმდეგობა უფრო მაძლიერებდა. ახლა მტკიცედ მჯერა, რომ გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა. მთავარია, ყველამ ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობების და გვჯეროდეს გამარჯვების, რომელიც ძალიან ახლოს არის". - ამბობს ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან წერილობით ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები
