"საუბედუროდ, ჩვენი ეკლესია ცირკს დაემსგავსა" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე სტეფანეს ბრძანებას აქვეყნებს
საზოგადოება - 11:42, 28 Feb, 2021     598

"საუბედუროდ, ცირკს დაემსგავსა ჩვენი ეკლესია", - წერს ილია ჭიღლაძე და ჭყონდიდის ეპარქიის ახალი ეპისკოპოსის სტეფანეს პირველ ბრძანებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ეპარქიაში მყოფ ყველა დიაკონს ეძლევა ლოცვა კურთხევა, რომ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, დღესასწაულებზე და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში აღასრულონ.

მისივე თქმით, გაოგნეულია თუ საიდან მოვიდა ასეთი არაკომპეტენტური, საეკლესიო წესის, ისტორიის არ მცოდნე, უვიცი ხალხი ეპისკოპოსად.

"საუბედუროდ, ცირკს დაემსგავსა ჩვენი ეკლესია, წინა ჭყონდიდელი გრიგოლი ხომ საეკლესიო დოკუმენტებს გ. კაციად აწერდა ხელს და ახალ ჭყონდიდელ მღვდელმთავრად დადგენილი სტეფანე კალაიჯიშვილის ნომერ პირველი ბრძანების მიხედვით, ეპარქიის ყველა დიაკონი უნდა მსახურობდეს ეპისკოპოსთან და ეს ყოფილა უძველესი საეკლესიო წესი. ესე იგი მეუფე სტეფანეს მიხედვით სამრევლო ეკლესიებში და მონასტრებში წინამძღვრებთან დიაკვნების მსახურება საეკლესიო წეს-განგებას ეწინააღმდეგება.

ასეთი არაკომპეტენტურობა და მართლაც ანტიეკლესიური ცნობიერება რაც უცოდინრობითაა განპირობებული, მსოფლიო საკვირველებათა რიცხვშია შესატანი", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ სინოდის ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით, ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფედ სტეფანე გამწესდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უხვმა ნალექმა ხეობის 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
სააღდგომოდ მიდიან სოფლებში კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში - გამყრელიძე
სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42