
"მანამდეც ცხადი იყო, მაგრამ გუშინდელი კადრების შემდეგ კომენდანტის საათი არის განსაკუთრებულად დამამცირებელი ყველა მოქალაქისთვის", - ასე ეხმაურება პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ვიდეოს , რომელშიც ჩანს, რომ დეპუტატი კომენდანტის საათის დროს რესტორანში ერთობა.
"მანამდეც ცხადი იყო, მაგრამ გუშინდელი კადრების შემდეგ კომენდანტის საათი არის განსაკუთრებულად დამამცირებელი ყველა მოქალაქისთვის. გარბიხარ ორსულ ცოლთან ერთად ტკივილების გამო, მოდის ცივსისხლიანი პოლიცია, გაჯარიმებს. მერე გამოდიან ქოცები მორალს გიკითხავენ ჯანმრთელობაზე, ფარდა იხურება და შედიან ცოლებიან ქმრებიან გულაობენ. პირბადე არა კვახი, ასე იწყება სუფრა"-წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, გუშინ, 27 თებერვალს ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე კომენდანტის საათის დროს რესტორანში ერთობა.
მასალის გამოყენების პირობები
