საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:59, 01 Mar, 2021     588

1 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა დამატებითი შესაძლებლობა შექმნა. იმისათვის რომ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომმა ბიზნესმა საქმიანობის კვლავ განახლება და კომპანიის გადარჩენა შეძლოს, საქართველოს ბანკი მათ ახალ სესხზე სამთვიან საშღავათო პერიოდს, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. უფრო დეტალურად კი, ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის შეთავაზება ახალ სესხზე ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გადახდის დაწყება შეუძლია მე-4 თვიდან, რაც შეეხება უკვე მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებას, მასზე საშეღავათო პერიოდის საჭიროების შემთხვევაში გრაფიკის ცვლილება მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მოხდება.

იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი არ არის საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ახალი სესხის აღებისას ის შეთავაზების ფარგლებში განსაზღვრული პირობებით სარგებლობას შეძლებს. სხვა ბანკში არსებულ მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებული პირობები გავრცელდება.

სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/renew

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვცდილობთ ბიზნესს მისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტები და სერვისები საუკეთესო პირობებით და საჭირო დროს შევთავაზოთ. ამჯერად ბანკი იმ ბიზნესებს, რომლებიც ე.წ. ლოქდაუნის გამო დროებით იყვნენ დახურული, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად კვლავ განაახლეს საქმიანობა, სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ეს გულისხმობს ახალი სესხის შემთხვევაში მათთვის სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზებას, რათა ბიზნესმა კვლავ შეძლოს ოპერირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს კიდევ უფრო მეტად დავუდგეთ გვერდით ბიზნესს და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის გამოცოცხლებას. გვჯერა, რომ ეს შესაძლებლობა არაერთ კომპანიას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კარასინი პრემიერ ღარიბაშვილს პოზნერთან დაკავშირებულ განცხადებას უწონებს
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია
მოლაპარაკებებში ამჯერად 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვება
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
უხვმა ნალექმა ხეობის 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42