"ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია" - Freedom House-ის უმწვავესი ანგარიში
პოლიტიკა - 13:46, 03 Mar, 2021     1068
საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის "თავისუფლება მსოფლიოში 2021", თანახმად, საქართველოს რეიტინგი გაუარესდა და 60 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. 2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა და 2020 წელს კი 61.


"საქართველოში ტარდება კონკურენტული არჩევნები, მისი დემოკრატიული ტრაექტორია უმჯობესდებოდა 2012-13 წლებში მთავრობის ცვლილებასთან ერთად, მაგრამ ბოლო წლებსი უკან დაიხია.

ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული", - ნათქვამია ანგარიშის ზოგად შეფასებაში.

პოლიტიკური პლურალიზმი - Freedom House ხაზს უსვამს "ერთპარტიულ დომინაციას" და ოპოზიციის განვითარების შეფერხებას:

"საქართველოში დინამიკური, მრავალპარტიული სისტემაა და ახალი პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, მნიშვნელოვანი წინაღობების გარეშე საქმიანობენ. თუმცა, ერთპარტიული დომინაციის ტენდენცია 2000-იანი წლებიდან მოყოლებული აფერხებს მოწინააღმდეგე ჯგუფების განვითარებასა და სტაბილურობას.

2019 წლის ივლისში მამუკა ხაზარაძეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკის დამაარსებელს და მის პარტნიორს ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი, პოლიტიკური პარტიის ფორმირების შესახებ გაცხადებიდან 2 კვირის თავზე. პოლიტიკურმა პარტიამ, ლელო საქართველოსთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 4 მანდატი მოიპოვა, თუმცა ხაზარაძის საქმის გამოძიება ოქტომბრამდე გაგრძელდა".





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პლანეტის მოსახლეობის 5% აცრილია
შემთხვევა ბათუმში - ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესიცაა - ბარამიძე
ოჯახური კონფლიქტი და სისხლიანი გარჩევა ბათუმში - პოლიციამ დეიდის დაჭრაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი დააკავა
გარდაცვლილი ექთნის საქმე - პროკურატურის მასალებში სამი მოწმის ჩვენება გამქრალია
6 გარდაცვლილი და 359 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
მსოფლიოში ვაქცინების ომია, საკითხი პოლიტიკურ, ფინანსურ და, შეიძლება, ნახევრად კრიმინალურ სფეროში მოექცა - სერგეენკო
ერთ დიდ შპს-ში ვცხოვრობთ, რომელსაც შპს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია - დავით ჭიჭინაძე
ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა
კარასინი პრემიერ ღარიბაშვილს პოზნერთან დაკავშირებულ განცხადებას უწონებს
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია
მოლაპარაკებებში ამჯერად 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვება
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42