თიბისი ფეის აპი სწრაფი და მარტივი გადახდებისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:42, 05 Mar, 2021     556
ტელეფონში ყველას უამრავი აპლიკაცია გვაქვს, რომელთაც სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. მათი გამოყენება ნებისმიერ დროს და ადგილას შეგვიძლია, მობილური ხომ ყოველთვის ყველგან თან გვაქვს. ასეთი აპლიკაციები გვიმარტივებს ცხოვრებას და გვეხმარება მუდმივად მიგვიწვდებოდეს ხელი ჩვენთვის საჭირო სერვისებზე. შეგვიძლია ტელეფონში ჩვენი საყვარელი მაღაზიების აპები ჩავწეროთ და ერთი კლიკით შევიძინოთ სასურველი ნივთი, ანდაც მარტივად გამოვიძახოთ საჭმელი სხვადასხვა ობიექტიდან. თიბისი ფეის დახმარებით კი სწრაფი გადახდების შესრულებაც ასეთივე ხელმისაწვდომი გახდა. მთავარია თან მობილური ტელეფონი გქონდეთ. მრავალფუნქციური აპით 1000-მეტ სერვისს თვენთვის მოსახერხებელ დროს, კომფორტულად გადაიხდით. ამ სტატიაში თიბისი ფეის აპის მნიშვნელოვან ფუნქციებს გაგაცნობთ.

თიბისი ფეი სწრაფი გადახდების თანამედროვე სისტემაა. მისი გამოყენება მომენტალური გადახდების აპარატებით, ვებგვერდით და მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. ციფრული პლატფორმის შექმნის შემდეგ, მომხმარებელს საშუალება აქვს გადახდები დისტაცნიურად, სახლიდან გაუსვლელად შეასრულოს. მობილური აპლიკაციით გადახდა კი განსაკუთრებულად მოსახერხებელია. რეგისტრაციას სულ 1 წუთი სჭირდება და ამისთვის მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითება დაგჭირდებათ. ამის შემდეგ კი ისარგებლებთ გადახდების ერთიანი სივრცით, სადაც სხვადასხვა სერვისის გადახდის გარდა, თანხის მიღებას და გადარიცხვასაც შეძლებთ. აპის სხვადასხვა საჭირო ფუნქცია კი ამ ყველაფრის სწრაფად და მარტივად შესრულებაში დაგეხმარებათ:

შექმენით შაბლონები ხშირად გამოყენებული სერვისებისთვის. დაამახსოვრეთ ერთხელ თქვენი სააბონენტო ნომერი თუ სხვა საჭირო ინფორმაცია და აღარ მოგიწევთ გადახდების შესრულებისას ყოველ ჯერზე მონაცემების ახლიდან შეტანა;

ჩართეთ ავტომატური გადახდები და ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში, თქვენ მიერ წინასწარ მითითებულ თარიღში, გადარიცხეთ თანხა საჭირო კომპანიის ბალანსზე, იქნება ეს მიკროსაფინანსო და სალომბარდე სესხი, საქველმოქმედო თუ სასწავლო ორგანიზაცია და სხვა.

მიიღეთ ქვითარი ელექტრონული სახით ყველა შესრულებული ტრანზაქციისთვის და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდეთ.

ჩართეთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია და წინასწარ მითითებულ ნომერზე მიიღეთ SMS შეტყობინება თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანების ასახვისთანავე. ასე არასოდეს დაგავიწყდებათ მნიშვნელოვანი გადახდები.

მიაბით საბანკო ბარათი თქვენს პროფილს და გადაიხადეთ კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად. ამ გზის გამოყენებით, აღარ დაგჭირდებათ ბარათის მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა მითითება.

შეამოწმეთ გადახდების ისტორია ნებისმიერ დროს, აკონტროლეთ და შეადარეთ თქვენი დანახარჯები.

მოითხოვეთ თანხა საერთო თანხის შეგროვებისას. თუ სამეგობრო ერთად აგროვებთ ფულს, ან ლანჩის თანხას ინაწილებთ, ან ერთობლივ ღონისძიებას გეგმავთ, აუცილებლად დადგება ფულის შეგროვების დროც. და სწორედ ამ მომენტში შეგიძლიათ გაიხსენოთ თიბისი ფეის ინოვაციური სერვისი და აპლიკაციის გამოყენებით, მონაწილე პირებს თანხის მოთხოვნის შესახებ SMS შეტყობინება გაუგზავნოთ. თუ ისინი ჩარიცხვას დააგვიანებენ, შეგიძლიათ შეხსენების ფუნქციითაც ისარგებლოთ. ეს კი ყოველგვარ უხერხულობას აგარიდებთ თავიდან.

გადარიცხეთ თანხა თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით - მობილურის ნომრით, პირადი ნომრით ან ბარათიდან ბარათზე. გამოიყენეთ ის მონაცემები, რაც ხელთ გაქვთ. მიმღები პირი კი თანხას მომენტალურად მიიღებს.

მოძებნეთ საჭირო სერვისები სწრაფად და მარტივად. აპლიკაციაში წარმოდგენილი 1000-ზე მეტი სერვისი კატეგორიებადაა დაყოფილი, რაც ძებნას აადვილებს. თუმცა ასევე შეგიძლიათ სწრაფი ძებნის ფუნქცია გამოიყენოთ და პირდაპირ სახელის მითითებით მონახოთ თქვენთვის საჭირო კომპანია.

ისარგებლეთ უსაფრთხო პლატფორმით, სადაც ციფრული ფინანსური ტრანზაქციებისთვის საჭირო ყველა პირობა დაცულია. თიბისი ფეი საიმედო სივრცეა, სადაც თქვენს პერსონალურ და საბანკო მონაცემებს საფრთხე არ ემუქრებათ.

თიბისი ფეის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის. მის გადმოსაწერად მიჰყევით ბმულებს -

Play Store

App Store





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მოლაპარაკებებში ამჯერად 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვება
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
უხვმა ნალექმა ხეობის 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42