დიდი ფორიაქია ატეხილი, კუთხეში არიან მიმწყვდეულები - ოპოზიცია ცესკო-ში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე
პოლიტიკა - 16:39, 06 Mar, 2021     1182

ცესკო-ში განხორციელებულ რეორგანიზაციას ოპოზიცია ეხმაურება და შტატების დამატების ფაქტს არჩევნების წინ ატეხილ აჟიოტაჟს უწოდებს.

"ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც მათი ყურმოჭრილი მონები არ გახდნენ, მარტივად ჩამოიშორეს და ისინი დაიყენეს გვერდით, ვინც მათი პარტიული მითითებების შესრულებაში უბადლოა:

"ჩამოაშორეს პრაქტიკული ინსტრუმენტები იმ ადამიანებს, ვისაც არ ენდობიან, იმიტომ რომ, არ არიან მათი ყურმოჭრილი მონები და გადააბარეს იმათ, ვინც უსიტყვოდ ასრულებს პარტიის მითითებებს", განაცხადა თარხნიშვილმა.

ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის აკაკი ხუსკივაძის განმარტებით, ამ რეოგანიზაციით ის ადამიანები დააწინაურეს, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე "კარგად მოიქცნენ:

"ცესკო-ში მანამდეც იყო ე.წ. "ოდეერი", მაგრამ ახლა ცალკე თანამდებობა იქნება გამოყოფილი მისთვის. იზრდება ზოგიერთი თანამშრომლის გარკვეული ფუნქციები და ზოგ დეპარტამენტს ართმევენ ფუნქციებს და უმატებენ იმ დეპარტამენტებს, რომლებიც 2020 წლის არჩევნებზე "კარგად მოიქცნენ", - განაცხადა ხუსკივაძემ.

"დიდი ფორიაქია ატეხილი, არამხოლოდ ცესკო-ში, არამედ მთლიანად ხელისუფლებაში. გასაგებია, რომ მზადება მიდის სხვადასხვა მიმართულებით და ახლა ცესკო-ში ასე ფარულად გამოცხადებული რეორგანიზაცია, ისე დაიწყეს და დაამთავრეს, რომ კაცი შვილს არ გაუგია, ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მართლაც კუთხეში არიან მიმწყვდეულები და ეძებენ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. რაც არ უნდა რეორგანიზაციები ატარონ, ეს ნამდვილად არ უშველის საქმეს" - განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ში გასაიდუმლოებული რეორგანიზაცია ჩატარდა და შტატები დაემატა, ისე, რომ ამის შესახებ თანამშრომლები საქმის კურსში მხოლოდ მაშინ ჩააყენეს, როდესაც ყველაფერი დამთავრებული იყო.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მთავრობამ დღეს 700 მილიონი ლარის ვალი უნდა დააბრუნოს
რა ტიპის სამსახურს სთავაზობს ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს
უხვმა ნალექმა ხეობის 6 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42